ირაკლი კობახიძე -ე.წგულწრფელი ახალგაზრდა,რომელიც მკვდარ დედას აგინებდა სპეცრაზმელს, ვერასდროს გახდება ევროპელი, მაშინაც კი, როდესაც საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი-ის მუდმივად დარჩება იმ „ნაცურ“  ჭაობში,სადაც დღესაციმყოფება

ე.წ გულწრფელი ახალგაზრდა, რომელიც მკვდარ დედას აგინებდა სპეცრაზმელს, ვერასდროს ვერ გახდება ევროპელი, მაშინაც კი, როდესაც საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი. ის მუდმივად დარჩება იმ „ნაცურ“ ჭაობში, სადაც დღესაც იმყოფება- ამის შესახებ  საქართველოს  პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, გუშინ გამართულ აქციაზე სრული მოთმინებით იმოქმედა თითოეულმა პოლიციელმა. „ყველა ფაქტზე არის დაწყებული მოკვლევა-გამოძიება, კიდევ ერთხელ ყველას მინდა მოვუწოდო  მოთმინებისკენ და კიდევ ერთხელ მინდა გავიხსენო ის, რომ სრული მოთმინებით იმოქმედა თითოეულმა პოლიციელმა. ერთი ფაქტი საილუსტრაციოდ მინდა მოგიყვეთ, რაც ხდებოდა. ეს გუშინწინდელი ფაქტია. იყო ერთი ახალგაზრდა სპეცრაზმის წარმომადგენელი, დაახლოებით 30 წლამდე, რომელსაც ერთი საათის განმავლობაში უშვერი სიტყვებით აგინებდნენ დედას კონკრეტული მომიტინგე-მოძალადე აგინებდა  დედას, რაზეც უპასუხა ამ სპეცრაზმელმა, რომ  ნუ აგინებდა დედას, მკვდარი ჰყავდა დედა – ასეთიიყო მისი მოწოდება მოძალადის მიმართ. ამაზე პასუხი იყო ის, რომ მან მკვდარ დედას შეაგინა და ამას დაამატა ასეთი სიტყვები, რომ შენი დედის საფლავზე მოვისაქმებო. ბოდიში ამ  უხეში ფრაზის ციტირებისთვის. ეს ახალგაზრდა სპეცრაზმელი გამოვიდა ადგილიდან და არ უპასუხა. წარმოიდგინეთ, საილუსტრაციოდ, როგორი რაღაცები ხდებოდა. ეს არ არის რა თქმა უნდა, გამართლება იმისა, რაც მოხდა კონკრეტული ინციდენტების სახით, მაგრამ მე მინდა, უბრალოდ, საილუსტრაციოდ გითხრათ, რისი მოთმენა უწევთ სპეცრაზმელებს და პოლიციელებს. როცა ასეთ რაღაცას აკეთებს ადამიანი, იქ ძალიან რთულია მოთმენა, მაგრამ გუშინ ეს გააკეთეს სპეცრაზმელებმა. ის ახალგაზრდა კაცი, რომელმაც არ უპასუხა და მოითმინა, რა თქმა უნდა, არის გმირი. რაც შეეხება იმ მოძალადეს, რომელიც ამას აკეთებდა, ის არის უბრალოდ სამარცხვინო, ის  ვერასდროს ვერ გახდება ევროკავშირის წევრი, მაშინაც კი, როდესაც საქართველო გაწევრიანდება ევროკავშირში, ის ვერასდროს ვერ გახდება ევროპელი. ის ახალგაზრდა კაცი, ე.წ გულწრფელი ახალგაზრდა, რომელიც მკვდარ დედას აგინებდა სპეცრაზმელს, ვერასდროს ვერ გახდება ევროპელი, მაშინაც კი, როდესაც საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი. ის მუდმივად დარჩება იმ „ნაცურ“ ჭაობში, სადაც დღესაც იმყოფება“, -განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – სამწუხაროა, რომ დავით ზალკალიანმა დატოვა თანამდებობა, თუმცა ეს იყო მისი არჩევანი, რასაც პატივს ვცემ, თეიმურაზ ჯანჯალიას თანამდებობა არ დაუტოვებია, ეს იყო საკადრო გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო მაკა ბოჭორიშვილმა

სამწუხაროა, დავით ზალკალიანმა დატოვა თანამდებობა, თუმცა ეს იყო მისი არჩევანი და ამ არჩევანს, რა თქმა უნდა,…

ირაკლი კობახიძე – სამართალდამცველების მიერ დაკავებული არიან რუსეთის მოქალაქეები, ასევე იყო ბრიტანეთის მოქალაქე, რომელიც უკანონოდ შეიჭრა პარლამენტის შენობაში, შესაძლოა, საქმე გვქონდეს უცხოელ ინსტრუქტორებთან, რომლებიც აორგანიზებენ ძალადობრივ დაჯგუფებებს

ძალიან საინტერესო დეტალია, რომ სამართალდამცველების მიერ დაკავებული არიან რუსეთის მოქალაქეები, ასევე იყო ბრიტანეთის მოქალაქე, რომელიც უკანონოდ შეიჭრა…

ირაკლი კობახიძე – ოთხი პარასკევი აქვს დარჩენილი ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, მალე იწყება მისი უფლება მოსილების მეშვიდე წელი და კვლავაც ვერ ელევა საკუთარ სკამს, რა თქმა უნდა, თავისი სკამიანად მოუწევს გარეთ გამოსვლა ქალბატონ სალომეს

ოთხი პარასკევი აქვს დარჩენილი ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, ვერ ეგუება ამას, მე მესმის მისი ემოციური მდგომარეობა, –…

ირაკლი კობახიძე – როცა გიყენებენ საკითხს,რომ ან „ნაცები“ უნდა დაბრუნდნენ,ან საქართველოს ფასი არ აქვს,ეს არ არის, რა თქმა უნდა, სწორი და ჯანსაღი დამოკიდებუ ლება ჩვენი ქვეყნის მიმართ და ამის გაგრძელებაა ის თავდასხმა,რომელსა ც ვხედავთ ეუთო/ოდირის მიმართ 

ყველა უნდა შეეგუოს ფაქტს, რომ საქართველოში ჩატარდა დემოკრატიული არჩევნები, ქვეყანას ჰყავს დემოკრატიული ხელისუფლება, ყველა, ვინც პატივს…

დიმიტრი ხუნდაძე მანიფესტაციაზე: ხელისუფლების პირდაპირი ვალდებულებაა არ დაუშვას და აღკვეთოს მსგავსი ქმედებები, რაც უკვე ზღვარს არის გადასული და საზოგადოება წუხს ამაზე

„ეს არ არის ქართული, ეს არ არის საქართველოს ინტერესებში და ეს სახიფათოა!” – წერს სოციალურ ქსელში…

თამთა მეგრელიშვილი: აგენტების კლანი, სახელად ოპოზიცია და მათთან დაკავშირებული პოლიტიკური მედია, ცდილობს დღის წესრიგიდან წაშალოს ეუთო/ოდირის შეფასება, სადაც ქართულ სახელმწიფოში ჩატარებული არჩევნები არის აღიარებული და ლეგიტიმირებული

აგენტების კლანი, სახელად ოპოზიცია და მათთან დაკავშირებული პოლიტიკური მედია, ცდილობს დღის წესრიგიდან წაშალოს ეუთო/ოდირის შეფასება, ასევე…

გია აბაშიძე: რადიკალები საგულდაგულოდ არ ახსენებენ ეუთო/ოდირის დასკვნას, რადგან ნონსენსი ხდება მათი ბოროტი ზღაპრები არჩევნების ე.წ. გაყალბებაზე

რადიკალები საგულდაგულოდ არ ახსენებენ ეუთო/ოდირის დასკვნას, რადგან ნონსენსი ხდება მათი ბოროტი ზღაპრები არჩევნების ე.წ. გაყალბებაზე. დესტრუქციის…

ნინო ფოჩხუა: ადგილი აქვს ოპოზიციის, მათი მედია საშუალებების და პარტნიორების მხრიდან ეუთოს არა მარტო იგნორს, არამედ მასზე თავდასხმას. არ იმჩნევენ ეუთოს კოორდინატორის 26 ოქტომბრის არჩევნების შეფასებას, არ იმჩნევენ საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის შეფასებას, სადაც აღიარებულია ჩვენი არჩევნები და მისი ლეგიტიმაცია

დღესდღეობით ეუთო არის ყველაზე ავტორიტეტული სადამკვირვებლო ორგანიზაცია და მისი იგნორირებაყოვლად დაუშვებელია. დღეს კი სამწუხაროდ ადგილი აქვს…

დავით ჩიხელიძე: ოპოზიციურად განწყობილი მედია საშუალებები არათუ რეალობას არ აშუქებენ, არამედ აყალბებენ – ოპოზიციამ დღის წესრიგიდან სრულად გააქრო ეუთო/ოდირის მიერ მომზადებული ანგარიში, რომელიც მათ წამგებიან პოზიციაში აყენებს

ოპოზიცია და საერთაშორისო ფსევდო მეგობრები ეუთო/ოდირი დასკვნას ელოდებოდნენ, რომელიც არჩევნების შეფასების ერთ ერთი ყველაზე გამოცდილი და…

ირაკლი კობახიძე ნებისმიერი ძალადობა არის კატეგორიულად მიუღებელი და ძალადობა მედიის წარმომადგენლების მიმართ არის გამორჩეულად მიუღებელი, ეს არის ჩემი ძალიან მკაფიო პოზიცია

ნებისმიერი ძალადობა არის კატეგორიულად მიუღებელი და ძალადობა მედიის წარმომადგენლების მიმართ არის კიდევ უფრო მიუღებელი, გამორჩეულად მიუღებელი,…

ირაკლი კობახიძე-ეს შეკრებები არ არის  მშვიდობიანი,მათ შორისარც ის სტრუქტურები აღარ იყენებენ ამ  ტერმინოლოგიას,საკუთარგანცხადებებში, რომლებიც მანამდე  უხეშად იტყუებოდნენ, დღეს მშვიდობიან აქციებზე აღარავინ  საუბრობს

ეს შეკრებები არ არის მშვიდობიანი, მათ შორის არც ის სტრუქტურები აღარ იყენებენ ამ ტერმინოლოგიას, საკუთარ განცხადებებში, რომლებიც მანამდე უხეშად იტყუებოდნენ. დღეს მშვიდობიან აქციებზე აღარავინ საუბრობს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე  განაცხადა. პრემიერის თქმით, ძალადობის ინიციატორები ყოველ ჯერზე იყვნენ შეკრების მონაწილეები. „მგონია, რომ ყველაფერი ადვილი შესაფასებელია, რაც ხდება. პირველი, რაც არის ფაქტი – ყოველ დღე ამ სამი დღის განმავლობაში, იწყება უხეში სისტემური ძალადობა მომიტინგეების მხრიდან. პოლიცია არ რეაგირებს საერთოდ, ვიდრე არ გადადიან ძალადობრივი დაჯგუფებები უხეშ სისტემურ ძალადობაზე. შესაბამისად, ეს შეკრებები არ არის მშვიდობიანი, მათ შორის არც ის სტრუქტურები აღარ იყენებენ ამ ტერმინოლოგიას, საკუთარ განცხადებებში, რომლებიც მანამდე უხეშად იტყუებოდნენ. დღეს მშვიდობიან აქციებზე აღარავინ საუბრობს. არც ერთი ეს აქცია არც გუშინ, არც გუშინწინ, არც იმის წინ არ ყოფილა მშვიდობიანი. ძალადობის ინიციატორები ყოველ ჯერზე იყვნენ შეკრების მონაწილეები, ის ძალადობრივი დაჯგუფებები, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ შეკრებებში. მეორე უტყუარი ფაქტი არის ის, რომ ეს ძალადობა არიოს სისტემური და უხეში. თქვენ ხედავდით, ძალადობრივი დაჯგუფებები როგორ მოქმედებდნენ მაგალითად გუშინ. რა საშუალებებს იყენებდნენ. მათ შორის, ეს იყო პიროტექნიკა, სერიოზული საფრთხის შემცველი იარაღი, რომელსაც ისინი იყენებდნენ პოლიციის წინააღმდეგ. არაფერს ვამბობ ქვებისა და სხვა მძიმე საგნების სროლაზე. ამ დღეების განმავლობაში იყო პარლამენტში შეჭრის მცდელობა, პირდაპირ უტევდნენ პარლამენტის ჭიშკარს. იყო ძალიან მძიმე ფორმები გამოყენებული, იმისათვის, რომ ძალადობა ყოფილიყო წარმატებული“, – განაცხადა პრემიერმა. მთავრობის მეთაურის თქმით,  მეორე ფაქტი არის ის, რომ ძალადობა ხორციელდება სისტემურად. „წინასწარ არის ორგანიზებული, წინასწარ მოაქვთ მასალები, მათ შორის, ძალადობისთვის და შემდეგ ახორციელებენ ძალადობას. მესამე ფაქტი არის ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მთლიანობაში მოქმედებს ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით. გუშინ თავიდან იქნა არიდებული ისეთი მძიმე ინციდენტებიც, რომლებსაც ადგილი ჰქონდა. მეოთხე უტყუარი ფაქტი არის ის, რომ ადგილი ჰქონდა მძიმე ინციდენტებს, რასაც სჭირდება გამოძიება. კიდევ ერთი უტყუარი ფაქტი არის ის, რომ ეს იყო ცალკეული ექსცესები, ეს არ იყო ძალადობა, თქვენ გახსოვთ, რა ხდებოდა მაგალითად იმ დროს, როდესაც ვანო მერაბიშვილი იყო შს მინისტრი. სისტემური ძალადობა ხორციელდებოდა პოლიციის მხრიდან, ეს იყო წინასწარ ორგანიზებული, მათ შორის, მშვიდობიანი შეკრებების წინააღმდეგ. თქვენ გახსოვთ, 2011 წლის 260020მაისს რამდენიმე ადამიანი მოკლეს, როდესაც შეკრება იყო მშვიდობიანი. ამ შემთხვევაში კიდევ ერთი უტყუარი ფაქტი არის ის, რომ, როდესაც საქმე ეხებოდა ძალის გადამეტებას, ესეც იყო ექსცესები და არა რაიმე სისტემური ძალადობა. ეს არის უტყუარი ფაქტი, რასაც შეფასებაც არ სჭირდება. თუ ვინმეს აქვს განსხვავებული აზრი, დაჯდეს და ვისაუბროთ ამ თემასთან დაკავშირებით. ყველა კანონდარღვევას სჭირდება გამოძიება, როგორც ერთი, ასევე მეორე მიმართულებით, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, რასაც ვაცნობიერებთ და ვიმოქმედებთ ამ პასუხისმგებლობის შესაბამისად“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – ჯერ კიდევ მოქმედი ადმინისტრაცია ცდილობს, მაქსიმალურად მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვოს ტრამპის ადმინისტრაციას, დაველოდებით ახალ ადმინისტრაციას და ყველაფერზე ვისაუბრებთ მათთან, შესაბამისად, ეს არის ზუსტად ისეთივე დროებითი მოვლენა, როგორიც სალომე ზურაბიშვილია

ჯერ კიდევ მოქმედი ადმინისტრაცია ცდილობს, მაქსიმალურად მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვოს ახალ ადმინისტრაციას, ტრამპის ადმინისტრაციას, – ამის შესახებ…

ირაკლი კობახიძე – არ დავიშურებთ ძალისხმევას 2030 წელს ევროკავშირში საქართველოს საბოლოოდ გასაწევრიანებლად, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა საქართველოს თითოეული მოქალაქეს წინაშე, განსაკუთრებით, იმ 1,120,000 ამომრჩევლის წინაშე, რომელმაც მხარი დაუჭირა ჩვენ კურსს

ჩვენ გავუფრთხილდებით საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, განურჩევლად მათი შეხედულებებისა. ყველას კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენმა ქვეყანამ ყველა…

ირაკლი კობახიძე -ყოველგვარი ირონიის გარეშე,საზოგადოებრივ მაუწყებელში შეჭრილ ნაციონალებს მინდა მადლობა გადავუხადო გუშინდელი ეთერისთვის,რადგან მათ,ამ  ეთერით, ქართულ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენეს, თუ როგორია ნაციონალის  ნამდვილი სახე

ყოველგვარი ირონიის გარეშე, საზოგადოებრივ მაუწყებელში შეჭრილ ნაციონალებს მინდა მადლობა გადავუხადო გუშინდელი ეთერისთვის, რადგან მათ, ამ ეთერით, ქართულ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენეს, თუ როგორია ნაციონალის ნამდვილი სახე, – ამის შესახებ  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე  განაცხადა. პრემიერის თქმით, ამ აქტით, მათ კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რომ ტელევიზიებში შეჭრა ნაციონალური მოძრაობის უცვლელი ხელწერაა. „მინდა, ასევე, გამოვეხმაურო საზოგადოებრივ  მაუწყებელში ნაციონალური მოძრაობის შეჭრის ფაქტს. ამ აქტით, მათ კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რომ ტელევიზიებში შეჭრა „ნაციონალური  მოძრაობის“ უცვლელი ხელწერაა. ამასთან, ყოველგვარი ირონიის გარეშე, საზოგადოებრივ მაუწყებელში შეჭრილ ნაციონალებს მინდა მადლობა გადავუხადო გუშინდელი ეთერისთვის, რადგან მათ, ამ ეთერით, ქართულ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენეს, თუ როგორია ნაციონალის ნამდვილი სახე ბოდიშს ვუხდი რამდენიმე გულწრფელ და შეცდომაში შეყვანილ ადამიანს,  რომლის გამოსწორება, მგონია, რომ ჯერ კიდევ შესაძლებელია“, – განაცხადა პრემიერმა.