fbpx

მამუკა მდინარაძე ხაზარაძეზე – გაციმბირების ნაცვლად, “გამოსკოვებას” და მოსკოვში გადასახლებას ჰპირდება რეპრესიების სახით ადამიანებს, დაზეპირებული მესიჯის იქით აღარ იცის რა უნდა თქვას და რასაც ფიქრობს, იმას გეუბნება

საბჭოთა პერიოდში არსებობდნენ კომკავშირელი აქტივისტები, რომლებიც იმდენად გამოირჩეოდნენ ამ აქტივიზმით, რომ თავად კომკავშირელებს არ უყვარდათ. როგორც…

ირაკლი ჩიქოვანი- რასაც მამუკა ხაზარაძე აკეთებს, ერთი ერთში ემთხვევა იმას, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებდა. დარწმუნებული ვარ, არც ხაზარაძეს და არცერთ პოლიტიკოსს, რომელსაც გეგმებში აქვს, ამ ქვეყანაში დააბრუნოს რეპრესიები, ამას არავინ დაუშვებს

„დღეს, რასაც მამუკა ხაზარაძე აკეთებს, ერთი ერთში ემთხვევა იმას, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებდა და პოლიტიკური დღის…

თეა წულუკიანი – ჩვენ რეალურად ვისმენთ ხაზარაძისგან მუქარას, რომ ის თუ დაბრუნდება ხელისუფლებაში, დაიწყებს ადამიანების დევნას, უფრო მეტიც, ქვეყნიდან გაძევებას

შემაშფოთებელია, როდესაც პოლიტიკოსი ხელისუფლებაში დაბრუნების მთავარ მიზნად აცხადებს ადამიანების დევნას, თან ვის დევნას, ბიძინა ივანიშვილის დევნას,…

ედიშერ გვენეტაძე-რუსეთში გამდიდრებული, სააკაშვილის მწამებლური სისტემის აპოლოგეტი მამუკა ხაზარაძე ბედავს და საქართველოს ისტორიის მანძილზე არსებულ უპრეცედენტო მასშტაბის ქველმოქმედ ბიძინა ივანიშვილს ემუქრება რეპრესიებით

„სასამართლოს მიერ ხანდაზმულ თაღლითად შერაცხული მამუკა ხაზარაძე ბედავს და, საქართველოს მთელი ისტორიის მანძილზე არსებულ უპრეცედენტო მასშტაბის…

თეა წულუკიანი: საქართველოს პრეზიდენტის დუმილი ამ წუთამდე, რომელიც გულისხმობს ბატონი ალიევისთვის გამარჯვების მილოცვისაგან თავშეკავებას, დამაზიანებელია ჩვენი სახელმწიფოსთვის

საქართველოს პრეზიდენტის დუმილი ამ წუთამდე, რომელიც გულისხმობს ბატონი ალიევისთვის გამარჯვების მილოცვისაგან თავშეკავებას, ვფიქრობ, დამაზიანებელია ჩვენი სახელმწიფოსთვის,…

ირაკლი ჩიქოვანი ალიევისთვის მილოცვაზე-ჩემთვის გაუგებარია ის უმოქმედობა, რომელსაც პრეზიდენტი იჩენს ამ მიმართულებით, ელემენტარული, დიპლომატიური ეტიკეტის საკითხია, რომ ეს მილოცვა აქამდე ბევრჯერ უნდა გაჟღერებულიყო

„გულწრფელად გეტყვით, რომ ჩემთვის გაუგებარია ის უმოქმედობა, რომელსაც პრეზიდენტი იჩენს ამ მიმართულებით, ვინაიდან ყველასათვის ცხადია, რომ…

გურამ მაჭარაშვილი: ხაზარაძემ ითმინა, ითმინა და ბოლოს ვეღარ მოითმინა – თქვა მომიშვით ხელისუფლებაში, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილი გავაძევო საქართველოდან და ამით, პრაქტიკულად, რეპრესიები დააანონსა

„ხაზარაძე არის ზუსტად იგივე როლის შემსრულებელი, რასაც დაშლილი ნაცმოძრაობა ასრულებს,“ – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“…

ზურაბ ქადაგიძე მამუკა ხაზარაძეს: ის დამპალი ნიადაგი, საიდანაც შენ და შენი რჯულის პოლიტიკოსები ხართ აღმოცენებული, ნეშომპალებისთვისაა განწირული…

„როგორც ყველანაირი ხისგან სალამური არ გამოითლება, ისე ჩარჩისგან პოლიტიკოსი არ გამოდის…“ – წერს სოციალურ ქსელში, მოძრაობა…

თავდაცვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებში საკადრო ცვლილებები განხორციელდა 

მინისტრების თანამდებობებზე დანიშვნის შემდეგ საკადრო ცვლილებები ორ სამინისტროში – თავდაცვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა სამინისტროებში განხორციელდა.…

ირაკლი კობახიძე- პირველი ვიცე-პრემიერის უფლებამოსილება დაეკისრება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ლევან დავითაშვილს

პირველი ვიცე-პრემიერის უფლებამოსილება დაეკისრება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ლევან დავითაშვილს, თეა წულუკიანს, კულტურისა და სპორტის მინისტრს დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა, აგრეთვე, ირაკლი ჩიქოვანს, თავდაცვის მინისტრს დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის უფლებამოსილება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი მიხეილ ფეიქრიშვილი გახდება. ირაკლი კობახიძემ ირაკლი ღარიბაშვილს 3 წლის განმავლობაში მთავრობის მეთაურობისთვის  მადლობა გადაუხადა, მთავრობის ახალ შემადგენლობას კი წარმატებები უსურვა. „მოგესალმებით. დღეს იმართება მთავრობის პირველი სხდომა, ახალი შემადგენლობით.  მინდა ყველას წარმატებები გისურვოთ. წინა წლების განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა თითოეული თქვენგანის მონაწილეობით, ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის და ამისთვის კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ. ასევე, კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს 3 წლის განმავლობაში მთავრობის მეთაურობისთვის და ძალიან ბევრი რამის გაკეთებისთვის ჩვენი ქვეყნისთვის. რამდენიმე საკადრო გადაწყვეტილება მინდა გავაცნო საზოგადოებას. უკვე ცნობილია პრინციპში, რომ პირველი ვიცე-პრემიერის უფლებამოსილება დაეკისრება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ბატონ ლევან დავითაშვილს, მას წარმატებები მინდა ვუსურვო. ქალბატონ თეა წულუკიანს, კულტურისა და სპორტის მინისტრს დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა, აგრეთვე, ბატონ ირაკლი ჩიქოვანს, თავდაცვის მინისტრს დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის უფლებამოსილება. გვაქვს ცვლილება ასევე მთავრობის ადმინისტრაციაში. მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი გახდება ბატონი მიხეილ ფეიქრიშვილი. თითოეულ თქვენგანს მინდა წარმატებები ვუსურვო“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე- ძალიან კარგი შედეგები გვაქვს კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით

ძალიან კარგი შედეგები გვაქვს კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, რასაც ძალიან ბევრი საერთაშორისო კვლევაც ადასტურებს, თუმცა ვფიქრობ, ჩვენ უნდა გვქონდეს იმის ამბიცია, რომ ამ თვალსაზრისით ვიყოთ მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს შორის, რაც არის აბსოლუტურად რეალისტური ამოცანა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს ძალიან ძლიერი სამთავრობო გუნდი ჰყავს და ერთად ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწევენ. „ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შედეგები კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, რასაც ძალიან ბევრი საერთაშორისო კვლევაც ადასტურებს, თუმცა აქაც ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო მაღალი ამბიციები უნდა გვქონდეს და ჩვენ უნდა გვქონდეს იმის ამბიცია, რომ ამ თვალსაზრისით ვიყოთ მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს შორის, რაც არის აბსოლუტურად რეალისტური ამოცანა. მთავარია, რომ აქტიურად ვიმუშაოთ ამ ყველაფერზე. ზოგადად, ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი სამთავრობო გუნდი და დარწმუნებული ვარ, რომ ერთად ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწევთ. ყველაფერი არის ჩვენი მიზანდასახულობის, პრინციპულობის, თანმიმდევრული საქმიანობის, შრომისმოყვარეობის საქმე, რაც არც ერთ თქვენგანს არ აკლია. კიდევ ერთხელ მინდა გისურვოთ წარმატებები, დიდი მადლობა, შეგვიძლია გადავიდეთ სამუშაო რეჟიმზე“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

დავით ქართველიშვილი-მამუკა ხაზარაძეს შეიძლება სურდა კიდეც თავი “მუჟიკად” წარმოეჩინა, რომელიც პირდაპირ ემუქრება ბიძინა ივანიშვილს მისი მოსკოვის მიმართულებით გაძევებით, მაგრამ ხაზარაძის შემთხვევაში, როდესაც “ფრაერთან” გვაქვს საქმე, მისი მუქარა უფრო “ფუფლოს” წააგავდა

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი პარტია „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის იმ განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, მის…

ირაკლი კობახიძე – ერთ-ერთი აქტუალური საკითხია კლინიკური საავადმყოფოს საკითხი და ამ შემთხვევაშიც გვჭირდება შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან, ექიმებთან, საავადმყოფოს კოლექტივთან აქტიური კონსულტაციები იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში, სათანადო გადაწყვეტილებები მივიღოთ

ზოგადად, გადაწყვეტილებები ყველა თემასთან დაკავშირებით უნდა იყოს მიღებული საზოგადოებასთან, სპეციალისტებთან, დარგის წარმომადგენლებთან ძალიან ფართო კონსულტაციების საფუძველზე, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ერთ-ერთი აქტუალური საკითხი არის კლინიკური საავადმყოფოს საკითხი და ამ შემთხვევაშიც საჭიროა შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან, ექიმებთან, საავადმყოფოს კოლექტივთან აქტიური კონსულტაციები. „ყოველთვის, როცა ვიღებთ გარკვეულ გადაწყვეტილებას, საზოგადოებას მაქსიმალურად ფართოდ უნდა განვუმარტოთ ამ გადაწყვეტილების შინაარსი, გადაწყვეტილების მიზეზები.  ეს უნდა იყოს ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი სახელმძღვანელო პრინციპი. ერთ-ერთი აქტუალური საკითხი არის კლინიკური საავადმყოფოს საკითხი და ამ შემთხვევაშიც გვჭირდება შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან, ექიმებთან, საავადმყოფოს კოლექტივთან აქტიური კონსულტაციები იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში, სათანადო გადაწყვეტილებები მივიღოთ, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ

დავით ქართველიშვილი: ყველაზე გლობალური სიცრუე, რომელიც ამ საუკუნეში უშუალოდ საქართველოს შეეხო 2008 წელს, ხოლო უკრაინაში ამჟამად ვითარდება NATO-სთან არის დაკავშირებული

საქართველოსა და უკრაინის უახლოეს ისტორიაში გადის უკვე 15 წელიწადზე მეტი და ვერცერთი დასავლელი ლიდერი ვერ ბედავს…

მამუკა ხაზარაძე თავისივე წამოწყებულ კამპანიაზე: აუცილებლად მოვალ ხელისუფლებაში და ბიძინა ივანიშვილი არჩევნების შემდეგ იქნება მოსკოვში, ეს არის ჩემი პოლიტიკური გზავნილი

ტელეკომპანია პოსტვ – სთან საუბარში მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ მის მიერ წამოწყებული კამპანია ბიძინა ივანიშვილის შესახებ…