fbpx

2024 წლის პირველ კვარტალში მაღალმხარჯველი ტურისტული ბაზრებიდან ვიზიტების რაოდენობა გაიზარდა

საქართველოში იანვარი-მარტის პერიოდში, მაღალმხარჯველი ტურისტული
ბაზრებიდან ვიზიტების ზრდა ფიქსირდება. სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან
საქართველოში 14,907 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, რაც +27.9%-ით აჭარბებს 2019
წლის ანალოგიურ მონაცემებს, მნიშვნელოვანი ზრდაა 2023 წლის მონაცემებთან
შედარებით (+21.6%).
გაზრდილია საუდის არაბეთიდან ვიზიტების რაოდენობა 2019 წელთან შედარებით
+33.5%-ით, ხოლო 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით +29.1%-ით.
ასევე მნიშვნელოვანი ზრდაა ქუვეითიდან, 2019 წელთან შედარებით +66.3%-ით,
2023 წლის მონაცემებთან შედარებით კი +23.8%-ით.
საერთაშორისო მოგზაურებისა და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების
რაოდენობა გამოითვლება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით
შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით და მოიცავს უკვე განხორციელებულ და
დასრულებულ ვიზიტებს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება