2024 წელს ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა დაისტორიულ მაქსიმუმს 5.1 მილიონ ვიზიტს მიაღწია

2024 წელს საქართველოში 5,091,732 საერთაშორისო ტურისტი შედგა, ზრდა 2023
წელთან შედარებით +9%-ით მეტია, 2019 წელთან შედარებით კი ტურისტული
ვიზიტების ზრდამ +0.2% შეადგინა.
გასულ წელს საქართველოში 7,368,149 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა,
რაც 2023 წელთან შედარებით ზრდა +4.2%-ია, 2019 წელთან შედარებით კი
ვიზიტები 78.7%-ით აღდგა.
ტურისტული და საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები მნიშვნელოვნად
გაიზარდა 2025 წლის მე-4 კვარტალში.
გასული წლის ოქტომბერი-დეკემბრის პერიოდში საქართველოში 1,098,890
საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, 2023 წელთან შედარებით ზრდა
+8.4%-ია, ხოლო 2019 წლის მონაცემებთან შედარებით ზრდა +0.8%-ს შეადგენს.
2024 წლის მე-4 კვარტალში საქართველოში 1,573,488 საერთაშორისო მოგზაურის
ვიზიტი შედგა, 2023 წელთან შედარებით ზრდა +4.5%-ია, ხოლო 2019 წელთან
შედარებით აღდგენა 74.2%-ს შეადგენს.
2024 წლის მონაცემებით საერთაშორისო ვიზიტორების რეკორდული მაჩვენებელი
ფიქსირდება შემდეგი ქვეყნებიდან:
თურქეთი 1,336,834 ვიზიტი
ისრაელი 310,982 ვიზიტი
ყაზახეთი 178,930 ვიზიტი
ინდოეთი 124,335
ჩინეთი 88,583 ვიზიტი
საუდის არაბეთი 88,298 ვიზიტი
უზბეკეთი 64,259 ვიზიტი
ამერიკის შეერთებული შტატები 51,728 ვიზიტი
საფრანგეთი 28,302 ვიზიტი
საბერძნეთი 27,557 ვიზიტი
ქუვეითი 27,277 ვიზიტი

ლატვია 22,297 ვიზიტი
არაბთა გაერთიანებული საემიროები 14,889 ვიზიტი

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება