fbpx

Businessinsider: “ერმაკი უკრაინაში ოლიგარქიის ახალ სისტემას ქმნის”

“ანდრეი ერმაკი ოლიგარქიის ახალ სისტემას ქმნის” – ვრცელ სტატიას ამის შესახებ  Businessinsider ავრცელებს. სტატიის ავტორი პაუელ სტარობინი ესაუბრა…

ზურაბ ქადაგიძე “ტვ პირველს”: დიდი ხანია, თქვენი ფავორიტი გახდა სალომე ან დიდი ხანია, რეზიდენტობიდან პრეზიდენტად აღიარეთ?!

“ალოო, ჭუტა/ხაზარაძის ჯიბის კანტორა!როგორ ხართ, არის მანდ ვინმე ჭკუათმყოფელი?! – ასე მიმართავს “ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ…

ნინო ფოჩხუა „ტელეკომპანია პირველზე“: გრძნობთ ალბათ, რომ მალე მობეზრდებათ თქვენს დამფინანსებლებს ტყუილად ფულის ჩასხმა ურეიტინგო ტელევიზიაში და დაგეხურებათ “კანტორა”

აი ამიტომ ხართ ოროსნები თან გოიმი ოროსნები, სახელმწიფო პროტოკოლი რომ არც გაგიგიათ. თუმცა რა გაგიგიათ, თქვენი…

სოზარ სუბარი: უკრაინისთვის მოლაპარაკებების ფანჯარა გაიხსნა, მაგრამ ამასთან ერთად უმჯობესი იქნებოდა, სამიტს მიეღო გადაწყვეტილება იმ 50 მლრდ-ის დახმარების მიცემაზე უკრაინისთვის, რომელიც ჯერ კიდევ დაბლოკილია

„უკრაინას სჭირდება იარაღი, პენსიების გაცემა (რისი საჭიროებაც ძალიან მალე, თვის ბოლოს დადგება) და უამრავი რამ, რაც…

ზურაბ ქადაგიძე პრემიერ-მინისტრის ანგარიშზე: საქართველო 2024 წელს ხვდება უპრეცედენტოდ გაზრდილი ეკონომიკით, უპრეცედენტოდ მაღალი საერთაშორისო სტატუსით, როგორც უსაფრთხო გზაჯვარედინი და გეოპოლიტიკურად საინტერესო, სუვერენული სახელმწიფო

“ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წლიურ ანგარიშს სოციალურ ქსელში აფასებს. მისი განცხადებით, ანგარიში…

ირაკლი კობახიძე – სალომე ზურაბიშვილს ერთხელ ვერ ვათქმევინეთ ბოლომდე, რომ საქართველო იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, ასეთ ადამიანს არავითარი მორალური უფლება არ ჰქონდა, ხალხთან ერთად ეზეიმა კანდიდატის სტატუსი

სალომე ზურაბიშვილი ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ქვეყანას არ მიეღო კანდიდატის სტატუსი. ერთხელ ვერ ვათქმევინეთ მას ბოლომდე,…

დავით ქართველიშვილი: ისეთი არაფერი უნდა მიიღო, მათ შორის, არც კანონი, რაც შენს საბაზისო ფასეულობებს აკნინებს და საფრთხის ქვეშ აყენებს

„ევროკავშირის გადამეტებული დემონიზაცია არავის სჭირდება – იქ ისედაც მიმდინარეობს ის პროცესი, რომლითაც ყველას ძალიან კარგად ესმის,…

დავით მათიკაშვილი – არავის არც უთქვამს და არც გაუფიქრებია, რომ ევროკავშირს საქართველოში ომი ან უბედურება უნდა!

არავის არც უთქვამს და არც გაუფიქრებია, რომ ევროკავშირს საქართველოში ომი ან უბედურება უნდა! – ევროინტეგრაციის თანმდევია ყველა…

ირაკლი ღარიბაშვილი – მე კიდევ ერთხელ მადლობა მინდა ვუთხრა ევროკომისიის პრეზიდენტს და მთლიანად ევროპელ ლიდერებს, ბატონ შარლ მიშელს, ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაიენს, მადლობა მინდა ვუთხრა ბატონ ვარჰეის, მე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბატონ სალივანს

მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებს, პარტნიორებს, თითოეული…

ირაკლი ღარიბაშვილი – ბიუჯეტი 2012 წელს იყო დაახლოებით 8 მილიარდ 500 მილიონამდე, გაისად იქნება 28 მილიარდ 700 მილიონი – აქაც თითქმის გავასამმაგეთ ბიუჯეტი ბოლო 11 წელიწადში, 20 მილიარდით გაიზარდა ჩვენი ქვეყნის მთლიანი ნაერთი ბიუჯეტი

ბიუჯეტი 2012 წელს იყო 8 მილიარდზე მეტი დაახლოებით 8 მილიარდ 500 მილიონამდე, გაისად იქნება 28 მილიარდ 700 მილიონი აქაც თითქმის გავასამმაგეთ ბიუჯეტი ბოლო 11 წელიწადში, 20 მილიარდით გაიზარდა ჩვენი ქვეყნის მთლიანი ნაერთი ბიუჯეტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლო 3 წელიწადში მთელი ქვეყნის ეკონომიკა გაიზარდა 30 მილიარდი ლარით. „ეხლა რაც შეეხება კონკრეტულ შედეგებს, მე მინდა საზოგადოებას შევახსენო თუ როგორი ეკონომიკა ჩაიბარა ქართულმა ოცნებამ 2012 წელს. შეგახსენებთ, რომ მაშინ კარგად გახსოვთ, რომ ბიუჯეტის შევსების უმთავრესი გზა იყო ბიზნესის რეკეტი, მაღალი იყო სიღარიბე, თითქმის 30 პროცენტზე მეტი იყო სიღარიბე და უმუშევრობაც ამდენივე. და არავითარი პერსპექტივა ქვეყანაში არ არსებობდა, დემოკრატიაზე ჩვენ რა თქმა უნდა ცალკე ვისაუბრებთ, მაგრამ ეკონომიკით რომ დავიწყოთ და პირველი თავი მიეძღვნება ეკონომიკას, ერთგვარი ანალიზი და შედარებითი ანალიზი მინდა გავაკეთო, მაშინ არავითარი პერსპექტივა არ არსებობდა. ბიზნესი იყო აბსოლუტურად დე მოტივირებული, არავითარი პროგნოზირებადობა, განჭვრეტადობა არ არსებობდა, პირიქით, ბიზნესს ჰქონდა მხოლოდ ნეგატიური პროგნოზები და მოლოდინები, ქვეყანაში იყო დამყარებული რეალურად ავტოკრატიული რეჟიმი, უსამართლო რეჟიმი რომელიც ჩაგრავდა ჩვენს მოქალაქეებს, ომ გამოვლილ მოქალაქეებს. იმ ომ გამოვლილ მოქალაქეებს, რომელიც თავად იმ ხელისუფლებამ ვერ აარიდა საკუთარ ხალხს და შედეგად დღეს 20 პროცენტი არის ოკუპირებული. შეგახსენებთ, რომ მთელი ქვეყნის ეკონომიკა, მთლიანი შიდა პროდუქტი იყო დაახლოებით 27 მილიარდი ლარი, დღეს, წელს 80 მილიარდი ლარი იყო მთლიანი შიდა პროდუქტი და 2024 წელს გახდება 86 მილიარდი ლარი, ბოლო 11 წელიწადში, „ქართული ოცნების“ მართველობის დროს, ქვეყნის ეროვნული ეკონომიკა 3 ჯერ გაიზარდა, 27 მილიარდი ლარიდან 80 მილიარდ ლარამდე, ბიუჯეტი 2012 წელს იყო 8 მილიარდზე მეტი დაახლოებით 8 მილიარდ 500 მილიონამდე, გაისად იქნება 28 მილიარდ 700 მილიონი აქაც თითქმის გავასამმაგეთ ბიუჯეტი ბოლო 11 წელიწადში, 20 მილიარდით გაიზარდა ჩვენი ქვეყნის მთლიანი ნაერთი ბიუჯეტი. ბოლო 11 წელიწადში, ეს არის კონკრეტული შედეგი, რომელზეც მინდა ვისაუბრო დღეს თქვენთან ერთად, ასევე მინდა გითხრათ რომ მხოლოდ 3 წელიწადში, ბოლო 3 წელიწადში გაიზარდა 30 მილიარდი ლარით, მთელი ქვეყნის ეკონომიკა, ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით წელს უკვე 8100 დოლარს შეადგენს მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე და 2024 წელს 8500 დოლარს გადააჭარბებს, ბოლო ორი წელი იყო ძალიან მნიშვნელოვანი რადგან ჩვენ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვქონდა, წელსაც მიუხედავად აი ამ დიდი გამოწვევებისა და კატაკლიზმებისა, რომელიც ხდება აი ამ ჩვენს რეგიონში და მთელს მსოფლიოში, მაშინ როცა წამყვანი ეკონომიკების ეკონომიკა მცირდება და ბევრგან ვარდნაა სერიოზული, ჩვენ მოვახერხეთ ბოლო ორი წელი 10 პროცენტით მეტით გაგვეზარდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, წელს 7 პროცენტის ფარგლებში გვაქვს ეკონომიკური ზრდა, ინფლაციის სრული ასე ვთქვათ კონტროლი მოვახერხეთ, ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს ქვემოთ არის 1 პროცენტზე ქვემოთ ჩამოვიდა ინფლაცია, ეს წნეხი მთლიანად მოიხსნა და შარშან რაც გვქონდა ერთერთი მთავარი გამოწვევა არის ფასები და ინფლაციის ზრდა, ეს რისკებიც ეს საფრთხეც მთლიანად მოხსნილია, შეიძლება ამაყად ითქვას, ამ წლის მუშაობის შედეგი არის სწორედ ინფლაციის მართვა და კონტროლი, ასევე  მინდა გითხრათ რომ მსოფლიო ბანკის კლასიფიკაციით“, – განაცხადა პრემიერმა.

ყველაზე დიდი განსაცდელი ავარიდეთ ხალხს და ქვეყანას,ავიცილეთ ომი და მშვიდობიანად,გონივრულად და მტკიცედ გავიყვანეთ ჩვენი ქვეყანა სამშვიდობოზე-ირაკლი ღარიბაშვილი

სიამაყით უნდა ითქვას, რომ ვინაიდან და მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილებები, ყველაზე დიდი განსაცდელი ავარიდეთ  ჩვენს ხალხს და ქვეყანას, ავიცილეთ ომი და მშვიდობიანად, გონივრულად და მტკიცედ გავიყვანეთ ჩვენი ქვეყანა სამშვიდობოზე-, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, 2008 წელს მაშინდელმა უპასუხისმგებლო მთავრობამ ვერ მოახერხა ომის თავიდან არიდება და 2008 წელს ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, ომი არ მოხდებოდა. ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში მიმდინარე ომზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ომის შედეგად, იცვლება ის მთავარი წესები, რომელზეც არის დაფუძნებული მთელი მსოფლიო და ის წესრიგი, რომელიც შექმნილი იყო მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ და შემდეგ უკვე საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. „მეგობრებო, არ დაგვავიწყდეს თუ რა რეალობაში მივაღწიეთ აი ამ შედეგს. დღემდე გრძელდება დამანგრეველი ომი უკრაინაში. მას შემდეგ, რაც ეს ომი დაიწყო უკრაინაში რუსეთის ფედერაციამ, უკრაინის ტერიტორიის 20% უკვე არის ოკუპირებული და ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს ომი არ წყდება. ასი ათასობით ადამიანი უკვე დაიღუპა ამ ომის შედეგად, მილიონობით ადამიანმა დატოვა უკრაინის ტერიტორია, 10 მილიონზე არის საუბარი, 10 მილიონმა უკრაინელმა დატოვა უკრაინა და ერთი ამდენივე, 10 მილიონზე არის საუბარი, რომ შიდა მიგრაცია, გადაადგილება მოხდა. ეს არის ტრაგედია, რომელიც თავს დაატყდა ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს. ჩვენ მაქსიმალურად დავეხმარეთ და ვეხმარებით ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, ჩვენს უკრაინელ მოძმე ერს გავუწოდეთ დახმარების ხელი, ძალიან ბევრ ლტოლვილს უკრაინიდან ჩვენ დავეხმარეთ მაქსიმალურად, რაც შეგვეძლო, მაგრამ, ასევე მინდა აღვნიშნო , რომ ამ ომის შედეგად, იცვლება ის მთავარი, ასე ვთქვათ წესები, რომელზეც არის დაფუძნებული ზოგადად მთელი მსოფლიო და ზოგადად, ის წესრიგი, რომელიც შექმნილი იყო მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ და შემდეგ უკვე საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. ჩვენ ამის მცდელობას ვხედავთ. მცდელობას იმისა, რომ შეიცვალოს მსოფლიო წესრიგი. არავინ არ იცის, ზუსტად როგორ დასრულდება ეს ომი და რა შედეგები ექნება ამ ომის დასრულებას მთლიანად ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაზე, ჩვენს რეგიონზე. როგორ ჩამოყალიბდება ახალი მსოფლიო წესრიგი. გამოწვევა სახეზეა, ჩვენ ეს გამოვიარეთ 2008 წელს. აგვისტოს ომი იყო რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ტრაგედია ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ სამწუხაროდ მაშინდელმა უპასუხისმგებლო მთავრობამ ვერ მოახერხა ამ ომის თავიდან არიდება. მე ეს არაერთხელ მითქვამს, რომ 2008 წელს რომ ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში, ეს ომი არ მოხდებოდა. ახლა, რატომ ვამბობ ამას, მეგობრებო. ჩვენ კარგად ვიცით და ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვენს საზოგადოებას ღიად ვესაუბრებოდით იმ რისკების შესახებ, რომლის წინაშეც გვიწევდა ჩვენ გამკლავება. საფრთხე იყო საკმაოდ რეალური, ეს არ იყო მოგონილი, იყო საფრთხე ქვეყნის დესტაბილიზაციის. ქვეყნის შიგნით მოქმედი რადიკალური ჯგუფები და მტრული ძალები, მე არ მოვერიდები ამის თქმას, პირდაპირ იყვნენ დაინტერესებული იმით, რომ ქვეყანა ჩაბმულიყო ამ საომარ ვითარებაში. მე ფაქტებს აღარ გაგახსენებთ, ყველამ კარგად ვიცით ყველაფერი. ამიტომ, ჩვენმა ხელისუფლებამ, ძვირფასო მეგობრებო, საზოგადოებავ, მინდა გითხრათ კიდევ ერთხელ, რომ უნდა ითქვას სიამაყით, ჩვენ ვინაიდან და მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილებები, ჩვენ ყველაზე დიდი განსაცდელი, რაც შეიძლება ერს, ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას დაატყდეს თავს, არის ომი, ეს ყველაზე დიდი განსაცდელი თავიდან ავარიდეთ და ავირიდეთ. ავიცილეთ ომი და მშვიდობიანად, გონივრულად და მტკიცედ გავიყვანეთ ჩვენი ქვეყანა სამშვიდობოზე. ჩვენ ეს გამარჯვება ერთად მოვიპოვეთ. რა თქმა უნდა, მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს რისკები მთლიანად არის განეიტრალებული, ბუნებრივია ეს რისკები არსად არ წასულა, ჩვენ მაქსიმალური სიფრთხილით და გონიერებით ვაფასებთ რისკებს, ვახდენთ საფრთხეების იდენტიფიცირებას, შესაბამის პრევენციებს ვახორციელებთ და ვიცავთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, ჩვენს ხალხს, ჩვენს ქვეყანას“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

არც ერთი ფაქტი დღემდე არ დაფიქსირებულა სანქციების გვერდის ავლის თუ თავიდან არიდების-ირაკლი ღარიბაშვილი

მინდა შევეხო სანქციების აღსრულების საკითხს. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც ამ  წლის განმავლობაში მუსირებდა  და ძალიან ბევრი…

ნანა კაკაბაძე – ოპოზიციას სტატუსის მონიჭებამ „ქართული მაიდანის“ ორგანიზების საფუძველი გამოაცალა, ხელისუფლებამ ამერიკასა და ევროპას ხმამაღლა უთხრა, რომ ჩვენ ვართ სუვერენული ქვეყანა, არ დავთმობთ საკუთარი ქვეყნის ინტერესებს, თუ გინდათ ასეთი საქართველო, მაშინ მოგვანიჭეთ სტატუსი

სტატუსის მიღების ზეიმს საზოგადოების ის ნაწილიც შევუერთდით, რომლებიც გაგვახარა არა იმდენად სტატუსმა, რამდენადაც, იმ ფაქტმა, რომ…