ირაკლი ღარიბაშვილი- ივლისში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა გადააჭარბა 2019 წლის მონაცემს და 476  მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია

ივლისში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა გადააჭარბა 2019 წლის მონაცემს და 476  მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ჯამურად, იანვარ-ივლისში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავლებმა 1 მლრდ 618  მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. მთავრობის მეთაურის თქმით, ექსპორტისა და ტურიზმის მიმართულებით დაფიქსირებული მსგავსი ტენდენციები იმის თქმის საშუალებას იძლევა, რომ ეკონომიკური აქტივობის მიმართულებით მაღალი ზრდის ტენდენცია ივლისშიც შენარჩუნდება. „თქვენ ხედავთ, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი ტურისტია შემოსული და მინდა გითხრათ, რომ ივლისში, მოგზაურობიდან, ანუ ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა, პირველად, პანდემიის შემდეგ გადააჭარბა 2019 წლის მონაცემს. ანუ, არათუ მოხდა აღდგენა და გაუთანაბრდა, არამედ გაასწრო 2019 წლის მონაცემებს და გვაქვს შემოსავლების რეკორდული მაჩვენებელი. კერძოდ: ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 476  მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, რაც, როგორც მოგახსენეთ, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20 %-ით მეტია, ხოლო ჩვენ თუ ამას შევადარებთ 2021 წლის მაჩვენებელს, დაახლოებით 130%-ით მეტია. ჯამურად, იანვარ-ივლისში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავლებმა 1 მლრდ 618  მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. ასე რომ,  ექსპორტისა და ტურიზმის მიმართულებით დაფიქსირებული მსგავსი ტენდენციები შესაბამისად იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ეკონომიკური აქტივობის მიმართულებით მაღალი ზრდის ტენდენცია შენარჩუნდება ივლისშიც, რაც ძალიან სასიხარულოა ჩვენთვის. რა თქმა უნდა, ეს გულისხმობს მეტ დასაქმებას, მეტი ადამიანები დასაქმდებიან, ჩვენი მოქალაქეები, შემოსავლების ზრდასა და სიღარიბის შემცირებას“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სხვადასხვა ონლაინ აპლიკაციის მომხმარებელთა გაერთიანების პერიოდში,სისტემის სრულ გამართვამდე, თბილისის პარკინგის მომხმარებლები არ დაჯარიმდებიან

თბილისის მუნიციპალური ელექტრონული სისტემების მოხმარების გამარტივებისმიზნით, მიმდინარეობს სხვადასხვა ონლაინ აპლიკაციის მომხმარებელთაგაერთიანება ერთ მომხმარებლად (ერთი მომხმარებელი და…

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად მიხეილ შაყულაშვილი დაინიშნა

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად მიხეილ შაყულაშვილი დაინიშნა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად მიხეილ შაყულაშვილი დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ახალ გუბერნატორს შეხვდა და რეგიონის განვითარების მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილა. მთავრობის მეთაურმა მიხეილ შაყულაშვილს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. თავის მხრივ, ახალმა გუბერნატორმა პრემიერს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. შიდა ქართლის ახალი სახელმწიფო რწმუნებული პროფესიით სამართალმცოდნეა, არის სამართლის დოქტორი. მიხეილ შაყულაშვილი იკავებდა სხვადასხვა თანამდებობას საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, აგრეთვე არის ასოცირებული პროფესორი ალტე უნივერსიტეტსა და თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტში. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი ესწრებოდა

ვნახეთ უკუსვლა ძირითად სფეროებში, როგორიცაა კანონის უზენაესობა, მმართველობა და ადამიანის უფლებები-ევროკავშირის ანგარიში

ევროკავშირმა საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ კვლავ შეშფოთებას იწვევს…

ლევან ნიკოლეიშვილი: ღალატის და ომის პარტიის ტელევიზიები პირდაპირ არიან ჩართულნი საქართველოს წინააღმდეგ

ლევან ნიკოლეიშვილი: ღალატის და ომის პარტიის ტელევიზიები პირდაპირ არიან ჩართულნი საქართველოს წინააღმდეგ. მარტივი ფორმულაა – ერთმა,…

ნინო ფოჩხუა – ომის დაწყებიდან 36-ე დღეს, არახამიას მიერ ლობირებული კრიმინალური ავტორიტეტის ბორის ბაუმის ორმა კომპანიამ (ტოტალიზატორი და ონლაინ-კაზინო) ლიცენზია მიიღო უკრაინის ტერიტორიაზე

ომის დაწყებიდან 36-ე დღეს, 2022 წლის 30 მარტს არახამიას მიერ ლობირებული  კრიმინალური ავტორიტეტის ბორის ბაუმის ორმა…

ირაკლი ღარიბაშვილი – ღრმად მწამს, რომ სამშვიდობო, ურთიერთპატივისცემასა და დიალოგზე ორიენტირებული ჩვენი პოლიტიკა აახლოებს იმ დღეს, როდესაც ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად გავაგრძელებთ ერთიანი, ძლიერი, მშვიდობიანი, დემოკრატიული სახელმწიფოს შენებას

დღეს აფხაზეთის ომის დაწყებიდან 30 წელი შესრულდა.ჩვენი უახლესი ისტორიის ყველაზე დრამატულმა მოვლენამ, ძმათა შორის დაპირისპირებამ მოიტანა…

თამთა მეგრელიშვილი არახამიაზე – პირდაპირ აღიარებს, რომ ქართული სახელმწიფოს მიმართ პოლიტიკური ზიზღი აქვს

თამთა მეგრელიშვილი არახამიაზე – პირდაპირ აღიარებს, რომ ქართული სახელმწიფოს მიმართ პოლიტიკური ზიზღი აქვს, სურდა ქართული სახელმწიფო…

დავით ბახტაძე- ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობის ინტერესებს პასუხობდეს განხორციელებული პროექტები

სამუშაოების ყოველდღიური მონიტორინგის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე ინფარსტრუქტურული პროექტები დაათვალიერა. მოსახლეობის მოთხოვნების…

ნაძალადევის რაიონში ავტოფარეხების ნაცვლად რეკრეაციული სივრცე მოეწყო

ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის II მ.რ. II კორპუსის მიმდებარედ 54ავტოფარეხის დემონტაჟის შემდეგ სკვერი, სპორტული მოედანი და…

გარდაბნის მუნიციპალიტეტში ხუთი სოფლის წყალმომარაგების პროექტი გრძელდება.

სოფელ ნორიოში, ახალ სამგორსა და ვაზიანში პროექტის მესამე ეტაპის ფარგლებში წყალმომარაგების სისტემის შიდა ქსელები ეწყობა, რომლის…

ადიგენმა ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე მასშტაბური ღონისძიებით აღნიშნა

ადიგენის მუნიციპალიტეტმა ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე მასშტაბური ღონისძიებით აღნიშნა თარიღთან დაკავშირებით, დაბა ადიგენში მასშტაბური ღონისძიება მოეწყო, სადაც…

პირველად ბრტყელმონიტორიანი ეკრანი რომ ნახა კაბინეტში, ალბათ ძალიან გაეხარდა-დავით ქართველიშვილი გოგაშვილზე

დავით ქართველიშვილი იოსებ გოგაშვილზე- პირველად ბრტყელმონიტორიანი ეკრანი რომ ნახა კაბინეტში, ალბათ ძალიან გაეხარდა. მეორედ გაეხარდებოდა –…

ამბროლაურში გოგი გიორგობიანის, ქართული ძეგლების დოკუმენტალისტის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

ამბროლაურის გურამ ფანჯიკიძის სახელობის რაიონულ ბიბლიოთეკაში გოგი გიორგობიანის, ქართული ძეგლების დოკუმენტალისტის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. წიგნში წარმოდგენილია…

დავით ქართველიშვილი: უსამშობლოა მელია, რომელსაც არც ცოდნა და ინტელექტი არ ყოფნის პოლიტიკური პროცესის წარსამართად

დავით ქართველიშვილი: უსამშობლოა მელია, რომელსაც არც ცოდნა და ინტელექტი არ ყოფნის პოლიტიკური პროცესის წარსამართად და ომის…