fbpx

დავით ქართველიშვილი: უსამშობლოა მელია, რომელსაც არც ცოდნა და ინტელექტი არ ყოფნის პოლიტიკური პროცესის წარსამართად

დავით ქართველიშვილი: უსამშობლოა მელია, რომელსაც არც ცოდნა და ინტელექტი არ ყოფნის პოლიტიკური პროცესის წარსამართად და ომის და ღალატის პარტიის დავალების მიმცემებს უსიტყვოდ ემსახურება უსამშობლოთა ხროვაა მისი პარტიის, ომის და ღალატის ბანდის ყველა წევრი, რამეთუ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ისინი ძირკვავდნენ ყველაფერს ქართულს და ეზიზღებოდათ ქართველი ადამიანი – წერს ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში. “ეს ხულიგანი, უწიგნური ფილთაქვა რადგან სხვას უსამშობლოს უწოდებს, აუცილებლად რამდენიმე ფაქტი უნდა გავახსენოთ 1 – მისი პოლიტიკური მამა, სააკაშვილი მიშა, არის მთავარი უსამშობლო და ქვეყნის გამყიდველი. უკრაინაში, გუბერნატორობაზე გაცვალა საქართველოს მოქალაქეობა. 2 – უსამშობლოა მისი პოლიტიკური ნათლია და პირველი ზონდერ-შეფი, ზურა ადეიშვილი, რომელმაც ასევე მიაგდო საქართველოს პასპორტი და ჩვენი ქვეყნის მაგინებლებს ემსახურება. 3 – უსამშობლოთა ხროვაა მისი (ფორმალურად) პარტიის, ომის და ღალატის ბანდის ყველა წევრი, რამეთუ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ისინი ძირკვავდნენ ყველაფერს ქართულს და ეზიზღებოდათ ქართველი ადამიანი. და ბოლოს, უსამშობლო და უღმერთოა ყველა ზემოთჩამოთვლილი უსამშობლოს მონად დაჩოქილი მელია, რომელსაც თავად არც ცოდნა და არც ინტელექტი არ ყოფნის პოლიტიკური პროცესის წარსამართად და ომის და ღალატის პარტიის აქაურ არაფორმალურ დირექტორებს თუ დავალებების მიმცემებს უსიტყვოდ ემსახურება!”- წერს ქართველიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება