fbpx

ონის მერობის კანდიდატმა სერგო ხიდეშელმა  წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრა გამართა ფარახეთის, შარდომეთის და ახალი ჩორდის მოსახლეობასთან

ონის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა სერგო ხიდეშელმა  წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” პარტიულ კოორდინატორებთან ერთად, შეხვედრა გამართა ფარახეთის ადმინისტრაციული სოფლების, შარდომეთისა და ახალი ჩორდის მოსახლეობასთან. მოსახლეობასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, მუნიციპალიტეტში დაგეგმილი მრავალი პროექტი შეჩერდა, თუმცა ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების კოორდინირებული თანამშრომლობით აღნიშნული პროექტები მომდევნო წლებში აუცილებლად განხორციელდება. “პირობას ვაძლევ ყველა ონელს, ჩემს გუნდთან ერთად, მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის ბოლომდე დავიხარჯები და კიდევ ბევრს სასიკეთო საქმეს გავაკეთებ, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, თქვენთან ერთად ვიამაყო შედეგით, რომელიც წარმატებულ და განვითარებულ მუნიციპალიტეტად აქცევს ონს!“ – განაცხადა შეხვედრისას სერგო ხიდეშლმ

მაგრამ თუ შევადარებ ღარიბაშვილს გახარია უფრო ცივილიზებულად გამოიყურება, უფრო ჰგავს ადამიანს-სააკაშვილი

გახარია სანამ იყო ივანიშვილთან აკეთებდა ყველაფერს, რასაც ავალებდა ივანიშვილი. მაგალითად მან უარი მითხრა როდესაც ჩემი მეგობრების…

მიშას ხანდახან ლამბორჯინზე ვაპიპინებდი-კახა კალაძე

ზოგადად ვიტყოდი რომ მეტი მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკაში. მიშას ხანდახან ლამბორჯინზე ვაპიპინებდი. გირგვლიანზე არ ახსოვს ასე მითხრეს…