fbpx

ონის მერობის კანდიდატმა სერგო ხიდეშელმა  წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრა გამართა ფარახეთის, შარდომეთის და ახალი ჩორდის მოსახლეობასთან

ონის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა სერგო ხიდეშელმა  წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” პარტიულ კოორდინატორებთან ერთად, შეხვედრა გამართა ფარახეთის ადმინისტრაციული სოფლების, შარდომეთისა და ახალი ჩორდის მოსახლეობასთან.

მოსახლეობასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, მუნიციპალიტეტში დაგეგმილი მრავალი პროექტი შეჩერდა, თუმცა ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების კოორდინირებული თანამშრომლობით აღნიშნული პროექტები მომდევნო წლებში აუცილებლად განხორციელდება.

“პირობას ვაძლევ ყველა ონელს, ჩემს გუნდთან ერთად, მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის ბოლომდე დავიხარჯები და კიდევ ბევრს სასიკეთო საქმეს გავაკეთებ, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, თქვენთან ერთად ვიამაყო შედეგით, რომელიც წარმატებულ და განვითარებულ მუნიციპალიტეტად აქცევს ონს!“ – განაცხადა შეხვედრისას სერგო ხიდეშლმ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება