fbpx

ფიშერების ინტერესი საქართველოს მომხმარებლების მიმართ მკვეთრად შემცირდა

2021 წლის მეორე კვარტალში საქართველოში მომხმარებლების 2,84%  დაექვემდებარა ფიშინგურ შეტევებს, სომხეთში –  2.80% და აზერბაიჯანში -3,7%.…

,,ღიმილის ბიჭების,, ,,ბოლოკა,, აღარ გვყავს

67წლის ასაკში კინოფილმ ,,ღიმილის ბიჭების ,ერთ -ერთი მთავარი როლის შემსრულებელი გოჩა ;-ლომია ,,ბოლოკა, გარდაიცვალა,ვუთანაგრძნობთ მის ოჯახს,ამონარიდები…

ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ერთგულება,! “ქართული ოცნება” არის ჩემი ოჯახი-დიტო სამხარაძე

ქართული ოცნების დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე- ჩემთვის, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი, ყოველთვის იყო, არის და იქნება ერთგულება.…

 ზურაბ აბაშიძემ წინასაარჩევნო შეხვედრა ტაბახმელის, კოჯრისა და კიკეთის მოსახლეობასთან გამართა

 ზურაბ აბაშიძემ წინასაარჩევნო შეხვედრა ტაბახმელის, კოჯრისა დაკიკეთის მოსახლეობასთან გამართა თბილისის საკრებულოს „ქართული ოცნების“ მთაწმინდის რაიონისმაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზურაბ აბაშიძემ წინასაარჩევნოშეხვედრა ტაბახმელის, კოჯრისა და კიკეთის მოსახლეობასთან გამართა. მაჟორიტარობის კანდიდატმა საუბრისას განსაკუთრებული ყურადღებაახალი სარეკრეაციო სივრცეების შექმნის,  პარკების კეთილმოწყობისა დაინფრასტრუქტურის გაუმჯობესების საკითხებზე გაამახვილა. როგორც ზურაბაბაშიძემ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ გუნდის მიერ შემუშავებულიგანვითარების გეგმის მიხედვით, მთაწმინდის რაიონში შემავალი სოფლებიძალიან მალე ყველა თაობის ადამიანისთვის კიდევ უფრო მიმზიდველიდასასვენებელი ადგილი გახდება. „ვაგრძელებ მთაწმინდის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრებს. მოვუსმინე კიკეთის, კოჯრისა და ტაბახმელის მცხოვრებლების რჩევებსა დასურვილებს. ვეცდები, მათი  ნდობით აღჭურვილი მანდატის მოპოვებას, რათა მათთან ერთად ვიზრუნო მეტი სიცოცხლისთვის ამ უბანში,“ – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ მოსახლეობასთან შეხვედრისას. შეხვედრაზე, რომელსაც მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძედა საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიგა ახვლედიანიცესწრებოდნენ, საუბარი ასევე შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა კოჯორში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელიპირობების გაუმჯობესება და მოსახლეობის დახმარებადაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთების დაკანონების პროცესში. შეგახსენებთ, რომ ტაბახმელაში, ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნისგათვალისწინებით, სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ბოლო ოთხიწლის განმავლობაში მთაწმინდის რაიონის სოფლებში არაერთიმნიშვნელოვანი სამუშაოები განხორციელდა. კერძოდ, მოწესრიგდამიწისქვეშა კომუნიკაციები, მოასფალტდა გზები, მოეწყო საბავშვო პარკები, რეაბილიტირდა სკვერები და სპორტული მოედნები