fbpx

2021 წლისათვის „კასპერსკის ლაბორატორიამ“ აშშ-ში რუსულ კომპანიებს შორის ყველაზე მეტი პატენტი მიიღო

ეს საინფორმაციო სტატია არ არის სარეკლამო ხასიათის და შეიცავს მხოლოდ სტატისტიკურ მონაცემებს ან განმარტებებს კიბერუსაფრთხოების შესახებ მსოფლიოსა და საქართველოში
პრეს-რელიზი

თბილისი, 18 იანვარი.  კვლევითმა კომპანიამ IFI Claims Direct „კასპერსკის ლაბორატორია“ დაასახელა იმ   რუსულ კომპანიათა შორის ლიდერად,  რომლებმაც მიიღეს აშშ-ს პატენტები 2021 წლისათვის.  ამ პერიოდში, ანალიტიკური ანგარიშის მიხედვით, ამერიკის შეერთებულ შტატებში დარეგისტრირდა 43  IT-ვენდორის პატენტი. საერთო ჯამში, „კასპერსკის ლაბორატორიამ“ თავისი ისტორიის მანძილზე მიიღო 412 პატენტი აშშ-ში და 1200-ზე მეტი პატენტი მთელ მსოფლიოში, მათ შორის რუსეთში, ევროკავშირში, ჩინეთსა  და იაპონიაში.

„კასპერსკის ლაბორატორიის“  ცნობით, კომპანია მუდმივად ავითარებს და აპატენტებს ახალ ტექნოლოგიებს კიბერუსაფრთხოების სფეროში. ეს ინოვაციები იძლევა კიბერუსაფრთხოების გადაწყვეტილებებისა და სერვისების პროგრესულ და ყოვლისმომცველ პორტფელს, როგორც სახლის  მომხმარებლებისთვის, ასევე დიდი კორპორაციებისა და სახელმწიფო სტრუქტურებისათვის. კომპანიას რეგულარულად შეაქვს განაცხადები  პატენტებზე მის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებულ სფეროებში, მათ შორის ქსელისა და კომპიუტერული უსაფრთხოების, მანქანური სწავლების, ინფორმაციის უსაფრთხოებისა და საავტომობილო ტექნოლოგიებისა და უსაფრთხოების სფეროებში.

კომპანიის მონაცემებით, გასულ წელს შეერთებულ შტატებში გაცემული პატენტების რაოდენობა 7%-ით შემცირდა. ერთადერთი სფერო, სადაც გაიზარდა პატენტების რაოდენობა, იყო კომპიუტერული სისტემები, რომლებიც დაფუძნებულია ალგორითმებზე, მანქანური სწავლების ჩათვლით, რომელიც  „კასპერსკის ლაბორატორიის“ საქმიანობის ძირითად მიმართულებად ითვლება.  IFI Claims Direct-ის  ანგარიშის მიხედვით, „კასპერსკის ლაბორატორიის“  დაპატენტებული ტექნოლოგიის ძირითადი სფეროები ბოლო ორი წლის განმავლობაში მოიცავს ქსელის არქიტექტურას, მონაცემების უსაფრთხო გადაცემის პროტოკოლებს და ალგორითმზე დაფუძნებულ კომპიუტერულ სისტემებს.

„კასპერსკის ლაბორატორიისთვის“ ინოვაციური ტექნოლოგიების შექმნა ყოველთვის იყო ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ კომპანიის მუშაობა აღიარებული იქნა  IFI Claims Direct-ის ანგარიშში. ჩვენმა ექსპერტ-გამომგონებელთა გუნდმა დაიმსახურა ეს აღიარება. აშშ-ს ბაზარზე საპატენტო ლიდერობა მოწმობს იმაზე, რომ ჩვენი კომპანია ერთგულია კრეატიულობისა და მსოფლიო  ტექნოლოგიური შესაძლებლობების მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომად გახდომის პრინციპების“, –  ამბობს  „კასპერსკის ლაბორატორიის“  სტრატეგიული ინტელექტუალური საკუთრების განვითარების განყოფილების ხელმძღვანელია ანტონ ტიხომიროვი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება