fbpx

2008 წლის 11 სექტემბერს სააკაშვილის ფონდიდან, ბაქრაძის მანქანისთვის 174 800 ლარი გამოიყო

2008 წელს, აგვისტოს ომის შემდეგ, ზუსტად ერთ თვეში, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, პარლამენტის იმჟამინდელ თავმჯდომარე,ს დავით ბაქრაძე 2008 წლის აგვისტოს თვეში გამოშვებული მსუბუქი ავტომობილი „მერსედესი“ – Mercedes –Benz S 450 L უყიდა.4.9kSharesfacebook sharing button 4.9ktwitter sharing button 2messenger sharing button 2whatsapp sharing button 6

საინფორმაციო სააგენტო „აიპრესმა“ სახელმწიფო უწყებებიდან 2008 წელს საქართველოს ბიუჯეტიდან გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის ინფორმაცია გამოითხოვა, მათ შორის პარლამენტიდან. რისთვის და მიზნობრიობით იხარჯებოდა 2008 წლის ომის დროს და შემდეგ პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტი, ამის შესახებ ვრცელ გამოძიებას მოგვიანებით შემოგთავაზებთ, მანამდე კი რაც სეეხება ამ ფაქტს:

პარლამენტიდან მიღებული წერილის პასუხით ირკვევა, რომ 2008 წელს, 11 სექტემბერს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით ( № 592) პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს პარლამენტისთვის თანხა გამოიყო – 174 800 (ას სამოცდათოთხმეტი ათას რვაასი) ლარი.

როგორც დოკუმენტაციის მიხედვით ირკვევა, საქართველოს პრეზიდენტის ფონდიდან გამოყოფილი თანხით პარლამენტმა შპს „აკა“-სგან შეიძინა სატრანსპორტო საშუალება „მერსედეს ბენსი“ (Mercedes –Benz S 450 L). მიღება-ჩაბარების აქტით კი ირკვევა, რომ 2008 წლის 11 სექტემბრის დადებული №3/300 ხელშეკრულების თანახმად 22.09.2008 წელს, შპს „აკა“-მ გადასცა საკუთრების უფლებით პარლამენტის აპარატს პარლამენტის თავმჯდომარის სამსახურეობრივი დანიშნულებისთვის 2008 წლის აგვისტოს თვეში გამოშვებული მსუბუქი ავტომობილი – Mersedes Benc S 450 L-ი, რომლის ღირებულება 174 800 ლარს შეადგენდა. აქვე წარმოგიდგენთ მანქანის მონაცემებს:

„აიპრესი“ დაინტერესდა თუ რა განსაკუთრებულ აუცილებლობას წარმოადგენდა საკმაოდ ძვირადღირებული ავტომანქანის შეძენა ქვეყნისთვის საკმაოდ მძიმე პერიოდში და „ევროპულ საქართველოს“ მიმართა კითხით, რა აუცილებლობა იყო დავით ბაქრაძისთვის იმ პერიოდში (აგვისტოს ომიდან სულ რამდენიმე დღეში) 174 800 ლარის ღირებულების ავტომანქანის შეძენა?

ხუთდღიანი ლოდინის მიუხედავად დავით ბაქრაძისგან პასუხი ვერ მივიღეთ. მეხუთე დღეს, როგორც, „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახურში გაგვიცხადეს, დავით ბაქრაძე აშშ-ში იმყოფებოდა და „ამერიკის დრო და საქართველოს დროს ვერ დაამთხვიეს ერთმანეთს“ კომენტარის ჩასაწერად.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მაინც შევახსენეთ პრესსამსახურს, რომ არსებობს რამდენიმე სოციალურ ქსელი, თუნდაც facebook-ი, Viber-ი, Skype, გვითხრეს, რომ დროის დამთხვევა მაინც ვერ ხერხდებოდა და მას შემდეგ ჩაგვაწერინებდნენ, რაც ის დაბრუნდებოდა. როდის დაბრუნდება დავით ბაქრაძე, ჩვენთვის ცნობილი არ არის. წყარო ,,აიპრესი,, ჟურნალისტი ირმა მესხია

გაუზიარე!

Shares