fbpx

2008 წელს მოკლული გიორგი გამცემლიძის მამა, ჯამბულ გამცემლიძე: „ვის აქვს უფლება, ჩვენი შვილების ბეღურებივით ამომწყვეტი გაათავისუფლოს? სააკაშვილის შეწყალება არ შეიძლება“

გითხრათ, დღეს მოვისმინე მურმან დუმბაძის განცხადება, ამ კაცს უთქვამს, გირგვლიანი მოკლული არააო . მინდა, აქედან შევუთვალო: ჭკუით იყავი, ცეცხლს ნუ ეთამაშები, ჩვენს მოთმინებას საზღვარი აქვს.
სააკაშვილი, თურმე, იქ ვერ ძლებს, სადაც არის. წამოვიდეს ნებისმიერი დედა, რომელმაც ის სია დაწერა და ხელი მოაწერა, ავიყვან ბუტა რობაქიძის, სულხან მოლაშვილის, კრიალაშვილის, შარაძის, გიორგი გამცემლიძის საფლავებზე და ვაჩვენებ, იქ ისინი როგორ ძლებენ. ჩემი ხელებით ამოვთხრი ჩემი გიორგის საფლავს და ვაჩვენებ ჩემს შვილს, თუ როგორაა იქ და როგორ ძლებს“ – განაცხადა გამცემლიძემ.

ცნობისთვის, ხვალ 15:00 საათზე, პრეზიდენტის სასახლესთან აქცია გაიმართება, რომლის მონაწილეები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავენ და მოითხოვენ, ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი არ შეიწყალოს, – ამის შესახებ 2004 წელს მოკლული მოკლული ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა, 2008 წელს მოკლული გიორგი გამცემლიძის მამამ, ჯამბულ გამცემლიძემ და კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის ძმამ, თორნიკე მოლაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება