fbpx

2003 წლის 22 ნოემბერს საქართველოს ხელისუფლებამ გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა და ხელისუფლება გადააბარა ქუჩის მარგინალი ოპოზიციის ყველაზე შავბნელ ნაწილს-მირიან ყარაულაშვილი

ანალიტიკოსი მირიან ყარაულაშვილი ამერიკაში მომხდარ მოვლენებს აფასებს და 2003 წლის ,,ვარდების რევოლუციას,,იხსენებს-

მირიან ყარაულაშვილი- დღეს ვაშინგტონში განვითარებული მოვლენების ფონზე კიდევ ერთხელ მტკიცედ დავრწმუნდი, რომ 2003 წლის 22 ნოემბერს საქართველოს ხელისუფლებამ, პირადად პრეზიდენტმა მისი კაბინეტის რამოდენიმე მოღალატე მაღალჩინოსნის კარნახით დაუშვა გამოუსწორებელი შეცდომა და ხელისუფლება გადააბარა ქუჩის მარგინალი ოპოზიციის ყველაზე შავბნელ ნაწილს… საჭირო იყო მტკიცე ნებისყოფა, ორი -სამი მოღალატის განეიტრალება საკუთარ გუნდში(რისი მზადყოფნაც და უმარტივესი შესრულების საშუალებაც იყო ) და უკვე გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის საშუალებით თანდათანობითი ქმედებებით წესრიგის აღდგენა ქალაქში.დღეს საქართველო აბსოლუტურად სხვა იპოსტასში იქნებოდა წარმოდგენილი!

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება