fbpx

2003 წლის შემდეგ ქვეყანაში გაქრა ის, რასაც ჩვენ დამოუკიდებელ, არაპოლიტიზირებულ უფლებადაცვით საქმიანობას ვეძახდით – ის ჩანაცვლდა „ენჯეოს“ სახელით მოქმედი „ნაცების“ პარტიული უჯრედებით

საზოგადოების ინტერესებშია შეიქმნას გარედან დაფინანსებულ ორგანიზაციათა ერთიანი რეესტრი, რომელშიც ეს ორგანიზაციები მიუთითებენ დონორებს, მათგან მიღებული გრანტების ოდენობას და პროექტის შინაარსს. ასეთის არსებობის შემთხვევაში ყველასთვის ხელმისაწვდომი და გამჭვირვალე იქნება დონორებისგან მიღებული თანხების ოდენობაც მიზნებიც, ამოცანებიც და სამიზნე ჯგუფებიც. ყველას შეეძლება აკონტროლოს, რამდენად ადეკვატურად ასრულებენ ისინი პროექტით გათვალისწინებულ ღონისძიებებს, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე წერს.

როგორც კაკაბაძე აღნიშნავს, ბევრისთვის გაუგებარია, თუ რატომ გადადგა ეს ნაბიჯი ხელისუფლებამ, ან რატომ მოჰყვა მწვავე რეაქცია „ხალხის ძალის“ მიერ დაინიცირებულ კანონპროექტს, თუმცა, მისივე თქმით, უცხოელი პატრონების მიერ დაფინანსებული ნეიტრალური, არაპოლიტიკური უფლებდამცველების სახელით მოქმედი მედია და არასამთავრობოები, ანტისახელისუფლებო და ხშირად ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებითაც გამოირჩევიან.
შესაბამისად, ნანა კაკაბაძის განცხადებით, გასაკვირი არ არის, რომ ხელისუფლება ცდილობს საფრთხეებისგან ქვეყნის დაცვის სამართლებრივი მექანიზმების შემოტანას.

„საეჭვო შიშები
ბოლო დღეებში უცხოური გავლენის აგენტების შესახებ დისკუსიამ გადაფარა ყველა სხვა საკითხი.
ბევრისთვის გაუგებარია, რატომ აიტკივა აუტკივარი თავი ხელისუფლებამ, ან ასე რამ გაამწარათ არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიის წარმომადგენლები.
ვარდების რევოლუციად წოდებულმა 2003 წლის სახელმწიფო გადატრიალებამ პრაქტიკულად გაანადგურა NGO სექტორი.მათი ყველაზე აქტიური წარმომადგენლები აღმოაჩინა წამყვან პოლიტიკურ თანამდებობებზე. რევოლუციის შემდეგ, ხელისუფლებაში მოსული #1 უფლება დამცველები, იქცნენ #1 უფლება დამრღვევებად.ქართულმა საზოგადოებამ მათ მმართველობას სისხლიანი რეჟიმი უწოდა.
2003 წლის შემდეგ ქვეყანაში გაქრა ის რასაც ჩვენ დამოუკიდებელ, არაპოლიტიზირებულ უფლებადაცვით საქმიანობას ვეძახდით. ის ჩანაცვლდა ენჯეოს სახელით მოქმედი ნაცების პარტიული უჯრედებით.
ხელისუფლების მთავარ ძალად ქცეულთა დანარჩენმა წევრებმა გააგრძელეს საქმიანობა იმავე არასამთარობოების სახელით.
კიდევ უფრო გასაკვირია,ის ფაქტი რომ ფონდებმა, რომლთაც კანონით ეკრძალებათ სხვა ქვეყნის პოლიტიკაში ნებისმიერი სახით ჩარევა, თავზე ნაცარი წაიყარეს და გააგრძელეს ახლა უკვე ოპიზოციონერთა პოლიტიკური დანამატების დაფინანსება, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების. ამგვარი ორგანიზაციების წლიურმა ბრუნვამ მილიონებს გადააჭარბა.
იგივე ეხება პარტიულ მედიასაც, რომლის წარმომადგენლებიც ცდილობენ პოზიციონერობას ე. წ. კრიტიკული მედიის სახელით, თუმცა, ყველა ხედავს, რომ ისინი ფაქტობრივად წარმოადგენენ პარტიული ინტერესების გამტარებელ პოლიტიკური ორგანიზაციების პრეს-ცენტრებს.
ამიტომაც ამგვარი “არასამთავრობოებისა” და “დამოუკიდენელი” მედიის რეიტინგი საქართველოში სულ უფრო და უფრო უახლოვდება ნულს.
ეს ტენდენცია აშკარად გამოჩნდა ორიოდე წლის წინ, როდესაც მედია და ენჯეო სექტორის წარმომადგენლებმა სცადეს ურეიტინგო პოლიტიკური პატიების ჩანაცვლება და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა, საკუთარი ჩრდილოვანი მინისტრთა კაბინეტის ჩამოყალიბებით, რომელიც იმ ეტაპზე უშედეგოდ დასრულდა. ათასჯერ ნული მაინც ნულია.
ხალხის ძალის მიერ დაინიცირებულ კანონპროექტს, რომელსაც შედეგად უნდა მოჰყვეს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის გამჭვირვალეობა, დიდი ვნებათა ღელვა მოჰყვა.
დაიწყო მათი მხრიდან იმის მტკიცება, რომ ხელისუფლება აქ რუსული რეჟიმის დამყარებას ცდილობს, ვინაიდან 10-11 წლის წინ პუტინის მიერ ე. წ. აგენტების შესახებ ამერიკული კანონის მსგავსი კანონი იქნა მიღებული რუსეთშიც.
არასამთავრობოთა ამ ჯგუფს რომლებზეც ზემოთ ვისაუბრსთ არ სურს დაინახოს ხელისუფლების ლოგიკური შიშები, რომ უცხოელი პატრონების მიერ დაფინანსებული ე. წ. ნეიტრალური, მიუკერძოებელი, არაპოლიტიკური უფლებდამცველების სახელით მოქმედი მედია და ენჯეოები რეალურად არა მხოლოდ ანტისახელისუფლებო, არამედ ხშირად ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებითაც გამოირჩევიან. მათი დამფინანსებლების მიზნები კი ხშირად შეიძლება სულაც არ იყოს კეთილშობილური და ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე მორგებული.
ასეთ სიტუაციაში მიგვაჩნია, საზოგადოების ინტერესებშია შეიქმნას გარედან დაფინანსებულ ორგანიზაციათა ერთიანი რეესტრი, რომელშიც ეს ორგანიზაციები მიუთითებენ დონორებს, მათგან მიღებული გრანტების ოდენობას და პროექტის შინაარსს.
ასეთის არსებობის შემთხვევაში ყველასთვის ხელმისაწვდომი და გამჭვირვალე იქნება დონორებისგან მიღებული თანხების ოდენობაც მიზნებიც, ამოცანებიც და სამიზნე ჯგუფებიც. ყველას შეეძლება აკონტროლოს, რამდენად ადეკვატურად ასრულებენ ისინი პროექტით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.
ჩვენი ქვეყანა ორჯერ იყო სახელმწიფო გადატრიალების მსხვერპლი და ორჯერვე ეს მოხდა გარედან ჩადებული დიდი ფულით. ამიტომ სულ არ არის გასაკვირი, რომ ხელისუფლება ცდილობდეს შემოიტანოს საფრთხეებისგან ქვეყნის დაცვის სამართლებრივი მექანიზმები. თუმცა, შესაძლებელია, რომ ეს ყოველივე განხორციელდეს უცხოური გავლენის აგენტების ან სხვა მწვავე იარლიკების მიკერების გარეშე.“ – წერს კაკაბაძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება