fbpx

200-ზე მეტი მიცვალებულია შენახული მაცივარში და ჩვენ იმასაც ვერ გვეუბნებიან, არის თუ არა იქ ბახვას ცხედარი-ხათუნა ხოფერია

ყოფილი პარლამენტარი, ხათუნა ხოფერია, რომლის მამიდაშვილი , ბახვა ჩიქობავა უკრაინაში ბრძოლის დროს გმირულად დაიღუპა დღეს, “აზოვსტალის” მებრძოლების ე. წ ევაკუაციას ეხმაურება-facebook sharing button

twitter sharing button
messenger sharing button
whatsapp sharing button

“რა საჭიროა ეს ტყუილი? რა ევაკუაცია?! რა ოპერაცია?!
ვალმოხდილი, ნაბრძოლი, დაჭრილი, მომაკვდავი ბიჭები ტყვედ ბარდებიან.
ეს სამარცხვინოა? თუ თვითმკვლელობით უნდა დაესრულებინათ სიცოცხლე? თუ ბახვასავით უცხედროდ უნდა ეტირათ დედებს?
ვის წმენდთ სინდისს?… არესტოვიჩს თუ ზელენსკის?
რატომ უმძიმებთ ისედაც განადგურებულ ჯარისკაცებს სიცოცხლეს?
მებრძოლი ტყვეობაშიც მებრძოლია! გმირი ტყვეობაშიც გმირია!
მორჩით!!!…
200-ზე მეტი მიცვალებულია შენახული მაცივარში და ჩვენ იმასაც ვერ გვეუბნებიან, არის თუ არა იქ ბახვას ცხედარი.
მორჩით!!!!!!! მორჩით!!!!!!!!!
დაასრულეთ ეს ფეიკების და ტყუილების კასკადი!
ვინც მართლა იომა იმათ მაინც ეცით პატივი!
P.S.
დღეს, ზელენსკიმ, უკრაინის მთავარსარდალმა, კანის კინოფესტივალი გახსნა!
No comment………………………………………” – წერს ხათუნა ხოფერია.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება