fbpx

20 წლის განმავლობაში ქართული ჯარი არასოდეს არ გამოკვებილა ახალი ხორცით. მე ეს პრობლემა მოვაგვარე-ირაკლი ღარიბაშვილი

ძალიან უაზრო, ცილისმწამებლური კამპანია“, – ასე უწოდა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იმ ბრალდებებს, რომლებიც ჯარისკაცების კვებასთან დაკავშირებით ვრცელდებოდა.

ირაკლი ღარიბაშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში მოუგვარებელი პრობლემა, რაც ჯარისკაცების სრულფასოვან კვებას ეხებოდა, მან მოაგვარა.

„როგორ საუბრობენ ჩემზე მაგას, როდესაც ხორცის და კვების პრობლემა წლების განმავლობაში მოუგვარებელი იყო.

20 წლის განმავლობაში ქართული ჯარი არასოდეს არ გამოკვებილა ნედლი, გაუყინავი, ახალი ხორცით. მე ეს პრობლემა მოვაგვარე. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ვიღაცამ მადლობა მითხრას. მე ეს დავისახე მიზნად და გავაკეთე“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღეს ჯარისკაცების მენიუ მრავალფეროვანია და კვების ხარისხი გაუმჯობესებულია.

„ეს ყველაფერი ჯარმა უნდა შეაფასოს.  ჯარისკაცები არიან ჩემთვის ჩემი მთავარი მაკონტროლებლები. დაე, მათ განსაზღვრონ ვინ რა შეასრულა და ვინ რა არ შეასრულა,” – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

გაუზიარე!

Shares