fbpx

20 ივნისის შემდეგ მთელი საქართველო აგინებდა და 0% ჰქონდა რეიტინგი,პარტიამ ,,დაბანა,, დავარცხნა,,-დიტო სამხარაძე

,,ქართული ოცნების,, დეპუტატი დიტო სამხარაძე წერს-

“დავიწყოთ იმით, რომ…”😂მეცინება, როდესაც ვინმე ამბობს, ოცნებამ სხვისი სახელის და რეიტინგის წყალობით გაიმარჯვა, არჩევნებშიო 😂 მით უმეტეს მაშინ, როდესაც ბატონი ბიძინა იყო პარტიის თავმჯდომარე და საარჩევნო კამპანიის დროს, თავიანთ მაჟორიტარულ ოლქებში, იმ “სხვისის” გუნდის წევრები, თავმჯდომარის სახელის და რესურსის გამოყენებით დარბოდნენ. მიუხედავად ამისა, იმ “სხვამ” მისიანებს პირველ ტურშიც კი ვერ მოაპოვებინა გამარჯვება🤦🏻‍♂️😂 ზოგიერთებს ისიც ავიწყდებათ, რომ იმ “სხვას”, რომელსაც 20 ივნისის შემდეგ მთელი საქართველო აგინებდა და 0% ჰქონდა რეიტინგი, როგორ დაუდგა პარტია გვერდით, დაიცვა, დაბანა, ჩააცვა და დავარცხნა 😂 მე თუ მკითხავთ, თუ მინდა ვიყო მართალი კაცი, მანდატს დავტოვებდი და თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად რომ გაიმართებოდა შუალედური საპარლამენტო არჩევნები, კონკრეტულ საარჩევნო ოლქში, მაშინ მივიღებდი მონაწილეობას, რომ იმ “სხვის” მაგრობა დამემტკიცებინა ყველასთვის😂 მაგრამ სადაა მასე სიმართლე😂😂😂 კაცური ასეა!!! ერთი სიტყვით, ყველა ერთგულ კაცს გაუმარჯოს, რომელიც სიკეთეს არ ივიწყებს😉 . ( წერტილი) 😂😂😂

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება