fbpx

2 მარტი საქართველოს ეროვნული გმირის, თავდადებული მამულიშვილის გურამ გაბესკირიას დაბადების დღეა-ირაკლი კობახიძე

2 მარტი საქართველოს ეროვნული გმირის, თავდადებული მამულიშვილის გურამ გაბესკირიას დაბადების დღეა.

დღეს ტკივილით, და ამავე დროს სიამაყით ვიხსენებთ ქართული ხასიათის საუკეთესო გამოვლინებას, გამოხატულს მის დაუვიწყარ სიტყვებში – არასოდეს, სანამ ცოცხალი ვარ!

გურამ გაბესკირიას სახელი სამშობლოს ერთგულების, შეუდრეკელობისა და მებრძოლი სულის უკვდავ მაგალითად დარჩა თითოეული ჩვენგანისთვის და მომავალი თაობებისთვის.

დიდება ჩვენს გმირებს!

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება