fbpx

2 ოქტომბერი – დიდი სანიტარიის და ჩაწოლილი საქონლის გადაყრის დღე-ვახტანგ ხარჩილავა

ვახტანგ ხარჩილავა ,,,საერთო გაზეთის,,მთავარი რედაქტორი-2 ოქტომბერი – დიდი სანიტარიის და ჩაწოლილი საქონლის გადაყრის დღე!ვახტანგ ხარჩილავა:ჩვენ რომ გვგონია, 2 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია, ნურას უკაცრავად _ „ნაცმოძრაობა“ და მისი ქვეშევრდომი პარტიების განცხადებით, 2 ოქტომბერი თურმე რეფერენდუმი ყოფილა.რა ჰგონიათ ამ ჭკუასუსტებს, არჩევნებს რეფერენდუმს თუ დაუძახებენ, ამით უფრო ადვილად დაამარცხებენ „ქართულ ოცნებას“ თუ რაშია საქმე?

ბოლო რვა წლის განმავლობაში, თქვენებურად რომ ვთქვათ, ნაცებო, შვიდი „რეფერენდუმი“ ჩავატარეთ და ქართველმა ხალხმა შვიდჯერვე უარი გითხრათ, ახლა მაინცდამაინც ამ მერვე „რეფერენდუმზე“ გადაუბრუნდებათ ქართველებს ჭკუა და ისევ თქვენ აგირჩევენ ერის თავკაცებად და წინამძღოლებად?_ 2 ოქტომბერს ყველანი რეფერენდუმზე! ჩვენ მოვდივართ რეფერენდუმზე ჩვენი ოჯახებით, ჩვენი მშობლებით! სცენაზე ვთხოვ ანზორ მელიას, ზუგდიდის მერობის კანდიდატს!

მადლობა, მამა, ამ ბრძოლაში რომ არ მიმატოვე და გვერდით რომ მიდგახარ! _ ცრემლმორეული თვალებით და აკანკალებული ხმით უხმობს „გმირი“ შვილი მოხუც მამას და ისიც მოდის, ძლივს მოათრევს წლებისგან დამძიმებულ ფეხებს და რომ უყურებ, გეშინია, არ წაბორძიკდეს, არ დაეცეს და რაიმე არ მოიწიოს.ღმერთი სულ არ გწამთ, ადამიანობა სულ დაკარგეთ, ნაცებო, ამ დროულ კაცზე რომ ძალადობთ?ანზორ მელია რომელი ხმების ამღებია ზუგდიდში? დამარცხებისთვის განწირულ ბრძოლაში რომ უშვებ ამ კაცს, ნიკანორ მელია, პირწმინდად რომ ჩაფლავდება, მერე რას ეტყვი _ რას მატყუებდი, მამაჩემო, ზუგდიდელებს ჩემზე ამოსდით მზე და მთვარეო, რომ მარწმუნებდი, სულ ესა ხარ? რა ვუთხრა ახლა მიშას, რით ვიმართლო თავი?ნიკანორი თბილისში წააგებს, ანზორ-პატენი ზუგდიდში და ამით დამთავრდება მელიების პოლიტიკური კარიერა _ გამოაგდებს მაგათ მიშა ნაცთკოლონიიდან პოლიტაფერისტობის იარლიყით, აგერ, ნახავთ, თუ არა…აქვე იმასაც ვიტყვი, რომ გონივრული ეჭვი მაქვს _ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ბევრი პოლიტიკური პარტიის და პოლიტიკოსის ფახიფუხს და ბაქიბუქს დაუსვამს წერტილს და ბოლომდე გააკოტრებს.ჩემი ვარაუდით, სრული ბანკროტობის კანდიდატია „ლელო“, რომელიც იმ რეიტინგსაც კი ვერ შეინარჩუნებს, რაც საპარლამენტო არჩევნების დროს ჰქონდა, ხოლო, რაც შეეხება „ევროპულ საქართველოს“, სადაც ერთი კაციღა (გიგა ბოკერია) აკანტურებს თავს მექანიკურ თოჯინასავით, ის უკვე კარგა ხანია, პარტია კი არა, ერთი კაცისთვის განკუთვნილი საყარაულო „ბუტკაა“.ეს არჩევნები, ერთი ექსპერტის ფრთიან გამონათქვამს თუ დავესესხებით, არჩევნები კი არა, ჩაწოლილი საქონლის ჩამოწერის და ძველი ხარახურის გადაყრის დღეა.ქართული პოლიტიკის სახლი დიდი ხანია, გამოსაგველია, არჩევნები კი დასუფთავების სამსახურის ერთგვარ ფუნქცია ასრულებს.

2 ოქტომბერი რეფერენდუმი კი არა, დიდი სანიტარული დღეა.მართალია, „ნაცმოძრაობა“ და მისი სატელიტები ირწმუნებიან, რომ 2 ოქტომბერს „ქართულ ოცნებას“ დაასრულებენ, თუმცა ამაში დიდი ეჭვი ეპარება მიშა სააკაშვილს და სიტუაციის გადასარჩენად საქართველოში აპირებს ჩამოსვლას.ვიღაც-ვიღაცები ამტკიცებენ, სააკაშვილი რაც უფრო მიუახლოვდება საქართველოს საზღვრებს, „ქართული ოცნების“ რეიტინგი პროპორციულად მოიმატებს და შეიძლება არჩევნებში 48 პროცენტი კი არა, 58%-იც კი აიღოს.როგორც ჩვენმა ჩიტმა გვაცნობა, ვოლდემარს (ზელენსკის) რომ გაუგია, მიშა საქართველოში აპირებს ჩამოსვლასო, დაუბარებია მიშა და სულ შავი დღე უყრია: რომ მიდიხარ, სად მიდიხარ, ძმაო, ხომ არ დაგავიწყდა, უკრაინის მოქალაქე რომ ხარ და შენ რომ საქართველოში შეიჭრა, ეს იგივეა, უკრაინა შეიჭრას საქართველოში… თუ წახვალ, იცოდე, უკან არ მობრუნდეო._ რა შეჭრა, რისი შეჭრა, ჰა და ჰა, საზღვართან მივიდე, ხელს დავუქნევ ქართველებს, ერთს ბიძინას შევუკურთხებ და დავბრუნდები უკან. რა მინდა საქართველოში, მართლა სულელი კი არ ვარ.

ვერ გავიგე, რა ნაროდია ეს გიჟ-ვრაცუები _ ყველაფრის როგორ სჯერათ, ტო? ერთი ათჯერ მყავს ეგენი გადაგდებული და მაინც სჯერათ, რომ ჩამოვალ! ნორმალურები არიან ახლა ეგენი? _ დაუმშვიდებია მიშას ვოლდემარი.„გიჟ-ვრაცუები“ მაინც გულისფანცქალით ელოდებიან თავიანთ გოდოს, რომელიც მოდის, მოდის, მაგრამ ვერა და ვერ ჩამოსულა.ნაცებს იმედი აქვთ, რომ ამ ცრუპენტელა გოდოს გარეშეც დაამარცხებენ „ოლიგარქს“, რომელსაც თავიანთ ყველა უბედურებას და წარუმატებლობას აბრალებენ, იმას კი ვერ ხვდებიან, რომ მათი მუდმივი მარცხის მთავარი მიზეზი მათივე წარსულია.

მარტივი არითმეტიკაა _ „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში 340 000-მდე ადამიანი იყო პატიმარი და პრობაციონერი. ამ 340 000-ს ადამიანს, ცხადია, ჰყავდა ოჯახის წევრები, ნათესავები, ახლობლები. ერთ ადამიანზე თუნდაც სამი კაცი რომ ვიანგარიშოთ, საერთო რაოდენობა მილიონამდე აღწევს.ეს ის მილიონია, რომელიც არასოდეს არ მისცემს ხმას „ნაცმოძრაობას“.კი, მაგრამ, ბევრი მილიონი ამომრჩეველია საქართველოში, რომ ერთი მილიონი ხმის დაკლება არჩევნების შედეგებს არ დაეტყოს?ამის გარდა, ნახევარი მილიონი ადამიანი მაინც ხომ ცხოვრობს საქართველოში, რომელიც, მართალია, არც ციხეში მჯდარა და არც პრობაციონერი ყოფილა, მაგრამ, სამაგიეროდ, საღად, სახელმწიფოებრივად აზროვნებს და არასოდეს დაუჭერს მხარს მკვლელების, ბანდიტების, მოძალადეების ხელისუფლებაში დაბრუნებას.

ეს უკვე მილიონ-ნახევარია.ამ მილიონ-ნახევარს კიდევ ერთი ნახევარი მილიონი დავუმატოთ ე.წ. ადმინისტრაციული რესურსიდან და მივიღებთ ორ მილიონს.ამ ორი მილიონიდან, ცხადია, ყველა „ქართულ ოცნებას“ არ აძლევს ხმას, მაგრამ ეს ის ორი მილიონია, რომელიც „ნაცმოძრაობას“ არავითარ შემთხვევაში არ დაუჭერს მხარს და ამ შვიდი არჩევნების განმავლობაში არც არასოდეს ჩაუდენია მსგავსი სისულელე.ასე რომ, არავინ არაფერს არ გიყალბებთ თქვენ, ნაცებო, რა რაოდენობის ხმებსაც იღებთ, ეგ არის თქვენი ჭერი, მე თუ მკითხავთ, ცოტათი მეტიც, ოღონდ საიდან მოგაქვთ ეგ მეტი ხმები, ამ საიდუმლოს, ჯერჯერობით, ვერ ჩავწვდი.

დაბოლოს, პატივცემულო „ქართული ოცნებამ“, მე, პოეტს კაცს, რომ დამაჭერინეთ კალკულატორი ხელში, დათვლის და დაანგარიშების სპეციალისტების მეტი რა გყავთ; დასვით ეს სპეციალისტები მაგიდასთან, გვერდით ნაცები მიუსვით და კაკალ-კაკალ დაუანგარიშეთ, რა ავლა-დიდების პატრონებიც არიან.იქნებ ამის შემდეგ მაინც გაჩუმდნენ, თორემ ამოვიდა ყელში ამათი ღნავილი და ბღავილი…

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია