fbpx

19-20 მაისს, თბილისში EU4Culture-ს პირველი რეგიონული ქსელის კონფერენცია გაიმართა , რომლის მიზანიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ქალაქებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაა

19-20 მაისს, თბილისში EU4Culture-ს პირველი რეგიონული ქსელის კონფერენცია გაიმართა , რომლის მიზანიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ქალაქებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი პეტრე ადამაძე, პროექტის თანააპლიკანტი ორგანიზაციის „Creative Solution“-ის აღმასრულებელი დირექტორი ზვიად მჭედლიშვილი, ქუთაისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალის დირექტორი ნინო ახვლედიანი. კონფერენციაზე ოფიციალურად დაფუძნდა „EU4Culture-ს ქალაქების ქსელი“, რომელიც აერთიანებს იმ ქალაქებს საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, მოლდოვიდან და უკრაინიდან, რომლებმაც EU4Culture პროექტის ფარგლებში მიიღეს დაფინანსება , კულტურის განვითარების სტრატეგიების შესამუშავებლად. საქართველოდან ქსელის წევრი ქალაქები გახდნენ ქუთაისი, ფოთი და ზუგდიდი. „EU4Culture-ს ქალაქების ქსელი“ ქალაქებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას, გახდნენ წევრები სანდო და გრძელვადიანი თანამშრომლობის პლატფორმისა, რომელიც საშუალებას მისცემს მათ, ღიად გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკები კულტურასა და შემოქმედებით სექტორში. კონფერენციის მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაცია EU4Culture-სა და დონორი ორგანიზაციების დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობების შესახებ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია