17 აპრილს, 14:00 საათზე, “ევროპის უნივერსიტეტში“ ევროპარლამენტის ყოფილი წევრი, ევროკავშირის საგარეო საქმეთა ჟურნალის მთავარი რედაქტორი (EUFAJ), იურისტი და უნივერსიტეტის უფროსი ლექტორი ჰანს-იურგენ ზახორკა საჯარო ლექციას გამართავს

ჰანს-იურგენ ზახორკა სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ისაუბრებს თემაზე: “ევროპული ღირებულებების სამართლებრივი შედეგები და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება/ Legal Implications of “European Values” and the EU Accession of Georgia”.

ლექციაზე დასწრება შეუძლიათ როგორც სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სხვადასხვა პროგრამის სტუდენტებს, ასევე სხვა დაინტერესებულ პირებს.

სამუშაო ენა: ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება თარგმნა).

ადგილმდებარეობა: “ევროპის უნივერსიტეტი“, გურამიშვილის გამზირი 76, ზურაბ ჟვანიას სახელობის საპარლამენტო დარბაზი (აუდიტორია 506).

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება