fbpx

15-წლიანი დუმილის შემდეგ ვანო ჩხარტიშვილი ალაპარაკდა

15-წლიანი დუმილის შემდეგ ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი დუმილს „ღამის კურიერთან“ არღვევს. მისი თქმით ჟურნალისტის კითხვებს, ბოლოს რამდენიმე წლის წინ უპასუხა.

რატომ და რა მიზეზით დატოვა ქვეყანა ბიზნესმენმა, ჟურნალისტთან საუბარი სწორედ ამ ისტორიის მოყოლით დაიწყო.

„ძალიან დიდი ხანი ვფიქრობდი არ გამოვსულიყავი საჯაროდ. დაახლოებით 15 წელია დავტოვე პოლიტიკა. მიმაჩნია, რომ პარლამენტში ყოფნის პერიოდი, ჩემთვის ყველაზე ცუდი პერიოდი იყო.

დღესაც ვფიქრობ, რომ პოლიტიკაში ბიზნესმენები არ უნდა იყვნენ. პოლიტიკა უნდა აკეთონ პროფესიონალმა პოლიტიკოსებმა, რომლებიც წლების განმავლობაში დააგროვებენ გამოცდილებას იმისთვის, რომ ქვეყნისთვის წერონ კანონები. ამიტომ გავეთიშე ამ პროცესებს.

ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა არ მომცეს საშუალება, რომ არ ვთქვა ორიოდე სიტყვა. ვგულისხმობ მამუკა ხაზარაძის ბოლო გამოსვლებს, რომელმაც საზოგადოებაში გააჩინა კითხვები. მინდა დავაფიქსირო კონკრეტული ფაქტები, თუ რასთან გვაქვს საქმე, რა იყო რეალურად და საიდან მივედით ხაზარაძის ინცინდენტამდე.

2010 წელს მომიწია წასვლა საქართველოდან. ეს იყო ჩემთვის, ჩემი ოჯახისთვის და ჩემი გარემოცვისთვის ურთულესი პერიოდი. გენერალური პროკურორის კაბინეტიდან პირდაპირ აეროპორტში წავედი და დავტოვე საქართველო.

ამ ყველაფერს კი წინ უძღოდა ერთი ისტორია. სანამ პროკურატურაში დამიბარებდნენ, წინა დღეს ჩემს ოფისში დატოვეს ვიდეო ფირი. რეკავს ადეიშვილის თანაშემწე და მეუბნება, რომ იქნებ ნახოთ ეგ ფირი, საღამოს ადეიშვილი დაგირეკავთო.

წინა დღეს ჩემი რიგითი თანამშრომელი დაიჭირეს და ამ ფირზე მისი ე.წ. აღიარებითი ბუნდოვანი ჩვენება იყო ჩაწერილი. საღამოს მირეკავს ადეიშვილი და მეუბნება, რომ უნდა მოგვცე ჩვენება იმ თემაზე, რომელიც ბუნებაში არ არსებობდა. და ამ ჩვენების საფუძველზე უნდა დავაპატიმროთ იმ დროინდელი პრემიერი ზურაბ ნოღაიდელიო.

ნოღაიდელის შეთხზულ საქმეში მოწმე უნდა ვყოფილიყავი. ჩემსა და ადეიშვილს შორის მძიმე საუბარი გაიმართა. იმ შემთხვევაში, თუ ჩემგან სასურველ ჩვენებას ვერ მიიღებდნენ, აღძრავდნენ სისხლის სამართლის საქმეს. სწორედ ამიტომ გავხდი იძულებული რომ დამეტოვებინა საქართველო, რომელიც არ იყო ადვილი გადაწყვეტილება.

23 დღის განმავლობაში ჩემი ოჯახის არცერთ წევრს არ აძლევდნენ ქვეყნის დატოვების უფლებას იმ მიზეზით, რომ მე უნდა დავბრუნებულიყავი თბილისში. ამის შემდეგ ყველა ქონებას, რომელიც ირიცხებოდა ჩვენს ჰოლდინგში, დაადეს ყადაღა.“ – განაცხადა ვანო ჩხარტიშვილმა.

გაუზიარე!

Shares