fbpx

15 მარტს საქართველოს თავდაცვის ძალები არტილერიის დღეს აღნიშნავს

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საზეიმო ცერემონიალი ვაზიანში, მე-5 საარტილერიობრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. არტილერიის დღე აღინიშნა ხონშიც, მე-6საარტილერიო ბრიგადის ბაზაზე. პირად შემადგენლობას იუბილე საქართველოს თავდაცვის ძალების ხელმძღვანელმა პირებმა მიულოცეს.
სამხედრო მოსამსახურეები თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისთვის სხვადასხვა ხარისხის მედლებით დაჯილდოვდნენ.

წარმატებულ სამხედროებს დაკისრებული მოვალეობის მაღალხარისხიანად შესრულებისთვის ფასიანი საჩუქრებიც გადასცეს.
ღონისძიების დაწყებამდე,თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული გმირები გაიხსენეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
მე-5 საარტილერიო ბრიგადამ სკოლის მოსწავლეებსაც უმასპინძლა. თბილისის 35-ე და მე-2
საჯარო სკოლების მოსწავლეები სამხედრო ბაზას ეწვივნენ, გამოფენილი სამხედრო ტექნიკა დაათვალიერეს და გასართობ აქტივობებშიც მიიღეს მონაწილეობა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება