fbpx

13 წლის ასაკში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გავხდი – მიშა ანდღულაძე

„კომედი შოუს“ ერთ-ერთი ვეტერანი მსახიობი, მიშა ანდღულაძე საზოგადოებას სერიოზულ სკანდალს უმზადებს. უახლოეს დღეებში დღის სინათლეს იხილავს მისი პირველი რომანი, სადაც გარდა თავისი ბიოგრაფიული ეპიზოდების აღწერისა , ისეთ სენსიტიურ ინსტიტუციებს უპირისპირდება, როგორიცაა, მაგალითად, ეკლესია.

ამის შესახებ მსახიობი  ,,სარკესთან,,ინტერვიუში საუბრობს და არასრულწლოვნობის პერიოდში, მასზე განხორციელებულ სექსუალურ ძალადობას იხსენებს

„ბავშვობაში მეც ვიყავი რიტუალური ცხოვრების მიმდევარი. აღსარებაც კი მაქვს ჩაბარებული მამა ბასილთან, რომელიც შემდეგ ჯვრით დასდევდა ადამიანებს. ერთ-ერთი აღსარება მოძალადე მოძღვართან მაქვს ჩაბარებული. თავადაც ვყოფილვარ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. ეს ეპიზოდებიც აღწერილი მაქვს წიგნში.

13 წლის ვიყავი… ეს არ არის ერთადერთი ისტორია ამ ფაქტზე, მე მოვხვდი სტატისტიკაში“.

„წიგნი უკვე გამოსაცემად მზად არის. ველოდებით ლევან ბერძენიშვილის ანოტაციას, რაც ძალიან სასიხარული ამბავია ჩემთვის. რაც კი შეიძლება მესურვებინა ჩემი წიგნისთვის, ალბათ ყველაზე დიდი ლიტერატორის, ლევან ბერძენიშვილის რედაქტორობა იქნებოდა. ეს იგივეა, სიმღერა რომ ჩაწერო და ბიონსემ გაუკეთოს ანოტაცია.

ეს არის რომანი, სადაც ყველაფერი ახლანდელ დროში ხდება. თემა არის კრიმინალური საბჭოთა ეკლესია, რომელიც დღეს სახეზე გვაქვს. რომანში არის ჩემი ბიოგრაფიული ისტორიებიც. ძირითადად, სოციალური, პოლიტიკური და რელიგიური თემებია განხილული

რაც უფრო მეტი ქვა და ტალახი მომხვდება მე, წიგნისთვის უკეთესია. ფიზიკური სხეულისთვის ქვების სროლა ძნელი ასატანი იქნება, სამაგიეროდ, წიგნს წაადგება და უფრო მეტი ადამიანი წაიკითხავს. რა თქმა უნდა, წამოვა ბრალდებები, რომ დედაეკლესიაზე შეტევა ხორციელდება. მინდა, ადამიანებმა გულწრფელობა ისწავლონ. იმედია, საპატრიარქო ანათემას არ გადამცემს…“

მიშა ანდღულაძე ამავე ინტერვიუში „სარკესთან“ საუბრობს მეუღლესთან გაშორებაზეც და აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება ყოფილ ცოლთან ერთად მიიღო და ახლა მხოლოდერთი მიზეზით ერთიანდებიან, 12 წლის შვილის გარშემო

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია