fbpx

12 ივლისს პეტრე – პავლობაა.  რა ლოცვა იკითხება და რა უნდა ვიცოდეთ ამ დღესასწაულის შესახებ

მოციქულთაშორის მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებულ პატივს ორ მათგანს მიაგებს და მათ თავმოციქულებად სახელსდებს. ესენი არიან – წმ. პეტრე და პავლე, რომელნიც „აღემატნენ ყოველგვარ ბუნებას მიწიერსა და ზეციურს.

ეს ორი დიდი პიროვნებაა, რომლებიც სრულიად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. პეტრე არის უბრალო მეთევზური, პავლე ფრიად განსწავლული ადამიანი.

პეტრე მოციქული საოცარი პიროვნებაა, თუმცა მას განათლება არ მიუღია, მაგრამ გული აქვს დიდი და წრფელი და უფალი სწორედ ამას აფასებს მასში.

ვიხსენებთ პეტრეს და ღალატი სინანულად გვექცა, ცრემლები სიხარულად, უარყოფა აღიარებად…

ვიხსენებთ პავლეს და ვბრმავდებით ნათლით… ვიხსენებთ ქრისტეს ერთგულ მხედარს და საღმრთო მადლით განვიღმრთეთ, ვიხსენებთ პავლეს და სიყვარული გვღლის…

პეტრე მოციქული რომში ჯვარზე გაკვრით აღესრულა, პავლეს კი ზუსტათ ერთის წლის შემდეგ თავი მოჰკვეთეს

ლოცვა მათ სახელზე

მოციქულთა თავნო და ყოვლისა სოფლისა მოძღუარნო, მაცხოვარსა ყოველთასა ევედრენით, რაითა მოსცეს სოფელსა მშვიდობა და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი.

წმინდანო მოციქულთა თავნო პეტრე და პავლე ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება