იტალიაში კორონავირუსისგან 102 წლის ქალბატონი განიკურნა – ამის შესახებ ინფორმაციას “სი-ენ-ენი” ავრცელებს.
იტალიკა გრონდონა, რომელმაც ჩრდილოეთ იტალიის ქალაქ გენოას ერთ-ერთ საავადმყოფოში 20 დღე გაატარა, უკვე საკუთარ სახლშია და თავს კარგად გრძნობს.

ექიმები აცხადებენ, რომ პაციენტი, რომელსაც მათ ზედმეტსახელად “ჰაილენდერი” უწოდეს, COVID-19-ით დაინფიციებული მოხუცებისთვის იმედის მიმცემია.