fbpx

1-ლი ივლისის მონაცემებით, ორჯერადად აცრილ პირებში გარდაცვალების შემთხვევა არ ყოფილა – ხათუნა ზახაშვილი ​

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა ცენტრის ხელმძღვანელის ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, ორი დოზით ვაქცინაციის შემდეგ ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა მინიმალურია.

მისივე თქმით, 1-ლი ივლისის მონაცემებით, ორჯერადად აცრილ პირებში ლეტალობის შემთხვევა არ ყოფილა.

„1-ლი ივლისის მდგომარეობით ჩანს, რომ საკმაოდ დაბალია ქვეყანაში აცრილთა შორის ინფიცირების შემთხვევები. ამ რაოდენობას მცირედ აღემატება პირველი დოზით შემდეგ ინფიცირება, ხოლო მეორე დოზის შემდეგ ინფიცირება მინიმალურია. 1-ელი ივლისის მდგომარეობით, ორჯერადად აცრილებში ლეტალური შემთხვევა აღწერილი არ გვაქვს”,- განაცხადა ზახაშვილმა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება