fbpx

ჰადას მეიცადი- მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს და ილია დარჩიაშვილს ქართულ ტრადიციებთან ზიარების შესანიშნავი შესაძლებლობისთვის

მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს და ილია დარჩიაშვილს ქართულ ტრადიციებთან ზიარების შესანიშნავი შესაძლებლობისთვის- ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩი, ჰადას მეიცადი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს.

ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის წევრებთან ერთად, ღვინის დღეების ფარგლებში, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს რთველში უმასპინძლა.

“რა ჯობია სუქოთის აღნიშვნას კახეთში, წინანდლის ისტორიულ ვენახში გამართულ რთველში? მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს და ილია დარჩიაშვილს ქართულ ტრადიციებთან ზიარების შესანიშნავი შესაძლებლობისთვის”,-წერს ელჩი სოციალურ ქსელში.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება