fbpx

ჯუანშერ ბურჭულაძის ხელმძღვანელობით თავდაცვის სამინისტროს
დელეგაცია უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას
დაესწრო

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის
ჯუანშერ ბურჭულაძის ხელმძღვანელობით, ნატო-ს შტაბ-ბინაში
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მიერ
ორგანიზებულ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის (ე.წ.
რამშტაინის ფორმატი) შეხვედრას დაესწრო. შეხვედრას აშშ-ის
თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი და გაერთიანებული შტაბების
უფროსი, გენერალი მარკ მილი მასპინძლობდნენ. უკრაინის
თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში 50-ზე მეტი თანამოაზრე
ქვეყნის თავდაცვის მინისტრები და მაღალი რანგის სამხედრო პირები
მონაწილეობდნენ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება