fbpx

ჯუანშერ ბურჭულაძემ კავკასიასა და ცენტრალურ
აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს, ხავიერ კოლომინას
უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ხავიერ კოლომინას შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ კავკასიასა და ცენტრალურ
აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს, ხავიერ კოლომინას
უმასპინძლა. თავდაცვის მინისტრმა ნატო-ს წარმომადგენელს ალიანსის მხრიდან
საქართველოს ნატოში გაწევრიანების მისწრაფებებისადმი მხარდაჭერისა და
პრაქტიკული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე მხარეებმა
მოსაზრებები გაცვალეს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე.
შექმნილი რთული ვითარების ფონზე, ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის
უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით ალიანსის ჩართულობის გაზრდის
მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე ისაუბრეს ალიანსის მხრიდან საქართველოს საჭიროებებზე
მორგებული მხარდაჭერის მნიშვნელობაზე, რაც რეგიონში მზარდი უსაფრთხოების
გამოწვევების ფონზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ქვეყნის
თავდაცვისუნარიანობის, მდგრადობისა და ნატო-სთან თავსებადობის გაძლიერების
კუთხით. ამ მიმართულებით, ხაზგასმით აღინიშნა ნატო-საქართველოს არსებითი
პაკეტის წარმატებული როლი. ასევე, მხარეებმა განიხილეს თავდაცვის სისტემაში
განხორციელებული რეფორმები, თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები
და სამომავლო გეგმები. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა ნატო-ს მტკიცე და
ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და
საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება