fbpx

ჯო ბაიდენმა  საქართველოს მთავრობა „დემოკრატიის სამიტზე“ მიიწვია

საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, რომელიც ჯო ბაიდენმა „დემოკრატიის სამიტზე“ მიიწვია. სამიტზე მიწვეული ქვეყნების სიას ამერიკული გამოცემა Politico ავრცელებს

„დემოკრატიის სამიტი“ ვირტუალურ რეჟიმში 9-10 დეკემბერს გაიმართება. სამიტში მონაწილეობას მიიღებენ მთავრობების, სამოქალაქო საზოგადოებებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ დემოკრატია და ადამიანის უფლებები მთელ მსოფლიოში საფრთხის ქვეშ არის და დემოკრატიები სერიოზულ გამოწვევებს აწყდებიან.

სამიტი ფოკუსირებული იქნება დემოკრატიის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე და პლატფორმას უზრუნველყოფს ლიდერებისთვის, რათა როგორც ინდივიდუალური, ასევე კოლექტიური ვალდებულებები აიღონ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დასაცავად.

აღსანიშნავია, რომ გამოცემა Politico-ს მიერ მოპოვებული სიის თანახმად, სამიტზე არ არიან მიწვეულნი რუსეთი, თურქეთი და აზერბაიჯანი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება