fbpx

ჯო ბაიდენი – ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთის ადგილი არ არის

მივესალმები გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭოდან რუსეთის გაძევებას. ეს არის საერთაშორისო საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც აჩვენებს, თუ როგორ აქცია პუტინის ომმა რუსეთი საერთაშორისო განდევნილად, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

მისი თქმით, ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთის ადგილი არ არის.

„რუსეთი ადამიანის უფლებების უხეშ და სისტემურ დარღვევას ახორციელებს. ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთის ადგილი არ არის. დღევანდელი ისტორიული კენჭისყრის შემდეგ რუსეთი ვერ მიიღებს მონაწილეობას საბჭოს მუშაობაში და ვერ გაავრცელებს იქ დეზინფორმაციას, რადგან საბჭოს საგამოძიებო კომისია იძიებს რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილ ადამიანის უფლებების დარღვევებს,“- აღნიშნა ბაიდენმა.

მან ბუჩასა და უკრაინის სხვა რაიონებში ჩადენილ სისასტიკეზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აშშ და მისი პარტნიორები გააგრძელებენ ძალისხმევას, რათა რუსეთმა პასუხი აგოს, მის ეკონომიკაზე ზეწოლა გაძლიერდეს და საერთაშორისო ასპარეზიდან იზოლირდეს.

„სურათები, რომლებსაც ვხედავთ ბუჩადან და უკრაინის სხვა რაიონებიდან, შემზარავია. ადამიანების გაუპატიურების, წამების, სიკვდილით დასჯის ნიშნები კაცობრიობის აღშფოთებას იწვევს. რუსეთის ტყუილი არ ემთხვევა უდავო მტკიცებულებას იმის შესახებ, რაც ხდება უკრაინაში. ამიტომაც ყველა რეგიონის ერები გმობენ რუსეთის არაპროვოცირებულ და სასტიკ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და მხარს უჭერენ უკრაინის მამაც ხალხს თავისუფლებისთვის ბრძოლაში. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას პასუხისმგებლიან ქვეყნებთან მთელს მსოფლიოში, რათა შევაგროვოთ მტკიცებულებები იმისთვის, რომ რუსეთს პასუხისმგებლობა დაეკისროს ჩადენილი სისასტიკისთვის, გაიზარდოს ზეწოლა რუსეთის ეკონომიკაზე და საერთაშორისო ასპარეზზე მისი იზოლირება მოხდეს,“- აღნიშნა ბაიდენმა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება