fbpx

ჯორჯ ბუში: ასე არჩევნების შედეგებს ბანანის რესპუბლიკაში აპროტესტებენ

აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც დედაქალაქ ვაშინგტონში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

“ასე არჩევნების შედეგებს ბანანის რესპუბლიკაში აპროტესტებენ და არა ჩვენს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. შეძრწუნებული ვარ არჩევნების შემდეგ ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერის უპასუხისმგებლო ქცევებით და დღეს ჩვენი ინსტიტუტების, ტრადიციების და სამართალდამცველების მიმართ გამოვლენილი უპატივცემულობით. კაპიტოლიუმზე ძალადობრივი თავდასხმა, კონგრესის კონსტიტუციით განსაზღვრული სხდომის ჩაშლა, ჩაიდინა იმ ხალხმა, ვინც წააქეზეს ტყუილით და ცრუ იმედებით. ამბოხი დააზიანებს ჩვენს ქვეყანას და რეპუტაციას. აშშ-ში ყველა პატრიოტი მოქალაქის ვალია კანონის უზენაესობის დაცვა. მივმართავ მათ, ვინც არჩევნების შედეგებით იმედგაცრუებულია: ჩვენი ქვეყანა მომენტის პოლიტიკაზე უფრო მნიშვნელოვანია. მიეცით ხალხის მიერ არჩეულ ოფიციალურ პირებს შეასრულონ თავიანთი საქმე და უსაფრთხოდ და მშვიდობიანად წარმოადგინონ ხალხის ხმა”. – ნათქვამია განცხადებაში.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება