fbpx

“ჯეო ჰოსპიტალსის” საგარეჯოს ფილიალში 6 დაჭრილი და ერთი გარდაცვლილი მოქალაქე შეიყვანეს

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ, კლინიკა “ჯეო ჰოსპიტალსის” საგარეჯოს ფილიალში 6 დაშავებული და ერთი გარდაცვლილი მოქალაქე შეიყვანა. ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა განუცხადა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეჯოში, კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან მოქალაქის მხრიდან რამდენიმე გასროლა განხორციელდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი რამდენიმე ადამიანი. მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის ერთი პოლიციელია.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები მობილიზებული არიან საგარეჯოს რაიონში და სპეციალურ ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებს ახორციელებენ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება