fbpx

ჯემალ ჭკუასელის გარდაცვალება დიდი დანაკარგია ქვეყნისათვის-ირაკლი ღარიბაშვილი

დიდ გულისტკივილს გამოვთქვამ ცნობილი მომღერლისა და ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის ჯემალ ჭკუასელის გარდაცვალების გამო.

მრავალმხრივი ნიჭით გამორჩეულმა ყველასათვის საყვარელმა მომღერალმა და არტისტმა ჯემალ ჭკუასელმა მდიდარი შემოქმედება დაგვიტოვა მემკვიდრეობად.

იგი მრავალი წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურა ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის აღორძინების, დაცვისა და განვითარების საქმეს.

ჯემალ ჭკუასელის ხელმძღვანელობით, ანსამბლმა „ერისიონმა“ მსოფლიოს გააცნო უნიკალური ქართული კულტურა და აღიარება მოუტანა ჩვენს ქვეყანას.

ჯემალ ჭკუასელის გარდაცვალება დიდი დანაკარგია ქვეყნისათვის.

მთელი გულით თანავუგრძნობ განსვენებულის ოჯახსა და ახლობლებს, ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ქართული ფოლკლორი.

ირაკლი ღარიბაშვილი,

საქართველოს პრემიერ-მინისტრი .

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება