fbpx

ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, სისხლის უანგარო დონაციის აქციაგაიმართა

14 ივნისი სისხლის დონორის მსოფლიო დღეა. თარიღთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, უანგარო დონაციის აქცია გაიმართა.აქციის მიზანი უსაფრთხო სისხლისა და სისხლის პროდუქტების მნიშვნელობასადა საჭიროებაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. ასევე – უანგარო,რეგულარული დონორების მნიშვნელოვანი როლის წარმოჩენა და მათ მიმართმადლიერების გამოხატვა.სისხლის დონაცია, სამინისტროსა და მის დაქვემდებარებულ უწყებებში, 5სხვადასხვა ლოკაციაზე, ერთდროულად მიმდინარეობს. კამპანიაში ჯანდაცვისმინისტრი და მისი მოადგილეებიც ჩაერთნენ. მიხეილ სარჯველაძემ, სისხლისპროდუქტების მნიშვნელობასა და საჭიროებაზე გაამახვილა ყურადღება.მინისტრის განცხადებით უანგარო დონაცია ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურიმხარდაჭერა სიცოცხლის გადასარჩენად, ვინაიდან სისხლის გაღებით ერთადამიანს, 3 ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია.აღსანიშნავია, რომ სისხლის პროდუქტების მიღების ერთადერთი გზა სისხლისდონაციაა.სისხლის დონორის მსოფლიო დღე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ,2004 წელს დაარსდა და იგი ყოველწლიურად, 14 ივნისს აღინიშნება. მე-20საიუბილეო წელს, ამ დღესთან დაკავშირებული კამპანიების სლოგანია„მადლობა სისხლის დონორებს!

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება