ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში
იმყოფება, სადაც გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის ფარგლებში
დაგეგმილ შეხვედრებში მონაწილეობს.
ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი ამერიკული საერთაშორისო ფონდის “The
Stirling Foundation“-ის დამფუძნებლებს შეხვდა. ფონდი მსოფლიოს
სხვადასხვა რეგიონში, ისეთ სოციალურ მიმართულებებზე მუშაობს,
როგორიცაა: ადგილობრივი თემების განვითარება, სასწრაფო/გადაუდებელი
დახმარება, ჯანდაცვა, იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდაჭერა,
ქალთა და ბავშვთა ხელშეწყობა და სხვა.
შეხვედრაზე განიხილეს სამინისტროსა და ფონდს შორის არსებული მჭიდრო
თანამშრომლობა, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, ასევე – სამომავლო
პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობები.
შეხვედრას, საქართველოს ელჩი აშშ-ში თამარ ტალიაშვილი ესწრებოდა.
ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, დაგეგმილია
მინისტრის მონაწილეობა და სიტყვით გამოსვლები მაღალი დონის
ღონისძიებებში. მიხეილ სარჯველაძე, კოლეგა მინისტრებთან ორმხრივ
შეხვედრებსაც გამართავს.