fbpx

ჯანგირაშვილი ოპოზიციას:თქვენი ავტორიტეტი, ნდობა და კვალიფიკაცია არის 0

დღეს რუსთაველზე ისევ მოვიდა 100 000 ადამიანი. არ არის მართალი, რომ ხალხი აღარ მოვიდა და ნუ ამკვიდრებთ ამ აზრს. ახლა ცოტა ხანს მოვუსმენ ნაირნაირ კომენტატორებს, წავიკითხავ აქაურ ვაივიშს და მერე მოგახსენებთ ჩემს აზრს. ჯერჯერობით ერთს ვიტყვი პოლიტიკოსებისთვის, ვინც უკვე აღშფოთებულია, ნუ, ეს რა არის, მუხტი სად არისო. მეც შეიძლება ბევრი რამ არ მესმოდეს და არ მომწონდეს, მაგრამ ერთი ნამდვილად მესმის: სრულიად არაორდინარული და წაღმა–უკუღმა გზებით იმიტომ უწევს სამოქალაქო საზოგადოებას და ხალხს სიარული, რომ თქვენი ავტორიტეტი, ნდობა და კვალიფიკაცია არის 0! წინააღმდეგ შემთხვევაში, სრულიად მარტივად და ლოგიკურად წარიმართებოდა პოლიტიკური პროცესი თქვენი ლიდერობით და დადგებოდა პოლიტიკური შედეგი. არავინ გიშლით რამე გააკეთოთ უკეთესად, თუ სხვისი გაკეთებული არ მოგწონთ. პროცესი და ხელისუფლებაზე შტურმი ბევრად ფართო და ყოვლისმომცველი უნდა იყოს, ვიდრე რუსთაველის გამზირია. რუსთაველზე ხალხის მთვლელებად ვინც მუშაობთ, იქნებ თქვენც მოიფიქროთ რამე, სადმე, ოდესმე.წერს ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება