fbpx

ჯაბა ჯიშკარიანს კოვიდ-19 დაუდასტურდა

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატს, პარტია „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის” წევრს, ჯაბა ჯიშკარიანს კოვიდ-19 დაუდასტურდა. ამის შესახებ ჯაბა ჯიშკარიანი სოციალურ ქსელში წერს.

“ამ წუთას მოვიდა ტესტის პასუხი: covid 19 – დადებითი … ყველაფერი კარგად იქნება !“ -წერს ჯაბა ჯიშკარიანი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა ასევე „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის” 2 წევრს ლევან გოგიჩაიშვილს და გედევან ფოფხაძეს. პარტია „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის” სხვა ლიდერები თვითიზოლაციაში იმყოფებიან

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება