fbpx

ხო ზუსტად იცის, გიგი უგულავამაც და მთელმა მისმა ე.წ. „ბაბლმა“, რომ ვერასდროს ვერ გაუბედავდა ვერც კალაძეს და ვერც დანარჩენ სხვას მსგავსს, რომ არა კახის თმენის ვალდებულება-მამუკა მდინარაძე

ხო ზუსტად იცის, გიგი უგულავამაც და მთელმა მისმა ე.წ. „ბაბლმა“, რომ ვერასდროს ვერ გაუბედავდა ვერც კახა კალაძეს და ვერც დანარჩენ სხვას მსგავსს, რომ არა მისთვის პოლიტიკის ფარი კახის პოლიტიკოსობის სახით და თმენის ვალდებულება, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ფაქტი ერთია: ვერასდროს გაბედავდა და მხოლოდ ამის გამო კადრულობს. ამ ქალაქში, ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ბევრი რაღაც ვიცით ყველამ. დავდივართ, გვივლია, ვივლით და ყველამ ყველაფერი იცის. ვიცით ერთმანეთის გუშინდელი და დღევანდელი დღე, მათ შორის კახისიც და გიგისიც. ვერასდროს გაუბედავდა, რომ არა კახის პოლიტიკოსობა. ვფიქრობ, რომ ის „ბაბლს“ აწონებს თავს. ერთი – სასოწარკვეთილების ნიშანია ასეთი ტიპის შეურაცხყოფაზე რომ გადადიხარ და მეორე, ამ ე.წ. ბაბლში რაღაცის დამტკიცების. როგორც ხალხში, იცით? არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ ხანდახან გამღიმებია ვიღაცები რომ წერენ „მცხვენია ამ უნიათო და „ჩმორი“ მთავრობის და გაუნათლებელი მთავრობის“. თუ გრცხვენია ჩემი გაუნათლებლობის, მრცხვენია მაინც დაწერე. აი, ამ ბაბლზე გათვლილი, ფსკერზე დაშვებული მესიჯები გამოუშვა გიგი უგულავამ, იკადრა კახის მიმართა, მაგრამ ეს კახის ვერ დააზარალებს – ამას ვერასდროს გაბედავდა, რომ არა ჩვენი თმენის ვალდებულება“, – განაცხადა მდინარაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება