fbpx

ხვალინდელი მორიგი აკერმან-შოუ ჩატარდება თემურ ალასანიას ევროკავშირში მისაღწევი საგზაო რუქის მიხედვით

პირველად ცხოვრებაში მინდა “დავიჯერო” ხაბეიშვილის მონაცემების, რომ 20 ივნისის აქციაში, ლოზუნგით “შინ ევროპაში” მონაწილეობდა 160 ათასი ადამიანი. იმიტომ მინდა “დავიჯერო”, რომ ხვალ – ნაცების “დე-ევროპეიზაციის” მიტინგზე, მაგალითად 5000 რომ მოვა (და ამას სათითაოდ დავუთვლით), დიახ, ვიტყვით – ევროინტეგრაციის მხარდამჭერ 20 ივნისის აქციას 155 ათასი არანაცი ესწრებოდა!

ხვალინდელი მორიგი აკერმან-შოუ ჩატარდება თემურ ალასანიას ევროკავშირში მისაღწევი საგზაო რუქის მიხედვით: არსებული მთავრობის დელიგიტიმაცია, ნაციონალური მასშტაბით სრული სამოქალაქო დამოურჩილებლობა, არავითარი დიალოგი ხელისუფლებასთან, არავითარი კოოპერაცია და თანამშრომლობა, ხალხსა და პოლიტიკურ სპექტრს შორის ურთიერთობების სრული გაწყვეტა, სასწრაფოდ ტექნიკური, ნაციონალური გადარჩენის პარალელური მთავრობის შექმნა, რომელიც ხალხის წინაშე პასუხისმგებლობას და მსოფლიოს წინაშე ძალაუფლებას აიღებს თავის ხელში, რომელიც მიმართავს მსოფლიოს ქვეყნებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ “ჩვენ არ ვთხოვთ თქვენს მხარდაჭერას, უბრალოდ გაცნობებთ, რომ საქართველოს სახალხო გადარჩენის კომიტეტმა ხელში აიღო სრული ძალაუფლება და დღეიდან პასუხს აგებს ქვეყნის ბედზე”. ეს გახლავთ “პროდასავლური” თემურ ალასანიას “ევროინტეგრაციის” საგზაო რუქა, რომელიც მან 2020 წელს “პროდასავლელ” გუბაზ სანიკიძეს წარუდგინა.

სწორედ ამ გეგმის ტექნიკურ დეტალებს განიხილავდნენ “სირცხვილიას” უ-სირცხვილოები 20 ივნისს – რომლებიც 24-ში თავისი “ევროპისკენ” სვლას ბიძინა ივანიშვილის ცარიელი, თბილისის მუნიციპალიტეტისთვის გადაცემული სახლის პიკეტირებით იწყებენ. და ამ პიკეტირებისას, ხაბეიშვილის არითმეტიკის სახელმძღვანელოს მიხედვით, ჩვენ ზუსტად გვეცოდინება 20 ივნისის აქციის არანაცი და პროევროპელი მონაწილეების რაოდენობა, ეს იქნება 160 ათასს გამოკლებული სოლოლაკის ფერდობის “პიკეტმენების” ოდენობა. ხვალ “დე-ევროპეიზაციის” ეს შაბაში დოკუმანტალურად უნდა იქნას დაფრაგმენტებული და გადაგზავნილი ევროკომისიაში, როგორც უტყუარი დასტური იმისა, რომ ანტიდასავლურ, ველურ და ანტიევროპულ ძალებთან “დეპოლარიზაციის” მოთხოვნა არის აბსურდი და ეს პუნქტი თავის მოთხოვნათა ჩამონათვალიდან, უნდა ამოიღონ.წერს ექსპერტი დავით ქართველიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება