fbpx

ხელოვნურად შექმნილი “სახალხო მოძრაობა” სადღაც ჩაიჩეხა და ცდილობენ რეპუტაციის გადარჩენას…

“წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო”…

სამწუხაროა,რომ მიმდინარე პროცესებმა რადიკალებს, მათ გულშემატკივრებს, “ვითომ”ობიექტურ ექსპერტ-ანალიტიკოსებს, “კრიტიკულ მედია-სუბიექტებს და მისთანებს ვერ დაანახა რეალობა,რომელიც გაცილებით სხვაა…

იმის მაგიერ,რომ გააზრება მოხდეს, გადაფასება დაიწყოს მიღებული შედეგების, ახლა დგანან და განტევების ვაცად “სირცხვილია” გამოყავთ(ეს მოძრაობა რატომაცაა სამარცხვინო ეგ სხვა საკითხია),თითქოს მაქარაშვილ-დიღმელაშვილის დუეტი ისეთი ავტორიტეტულია,რომ პოლიტიკოსები არ გააკარეს პროცესებს…

არა და სინამდვილეში მოხდა შემდეგი:

-რეპუტაცია განულებული პოლიტიკანების უკან გადაწევით იყო მცდელობა,რომ პროტესტს მისცემოდა ე.წ “სახალხო მოძრაობის” იმიჯი. შემდეგ ამ მოძრაობას იმხელა ზეწოლა უნდა განეხორციელებინა ხელისუფლებაზე,რომ რევოლუციამდე მისულიყო საქმე. ბოლოს ყვარყვარე თუთაბერივით ჩაუდგებოდნენ სათავეში პროცესებს….

თუმცა…

ახლა გამოვიდა,რომ ეს ხელოვნურად შექმნილი “სახალხო მოძრაობა” სადღაც ჩაიჩეხა და ცდილობენ რეპუტაციის გადარჩენას…

პოლიტიკოსები უნდა ქმნიდნენ პროცესებსო,რევოლუცია ასე არ ხდებაოა და ათას იდიოტობას არახუნებენ…

დიახ ბატონებო!

პოლიტიკურ პროცესებს ქმნიან პოლიტიკოსები ხალხის მხარდაჭერითა და უდიდესი ნებისყოფით!

თქვენ კი, ჯერ “მედია-გადატრიალებით” მოინდომეთ ფონს გასვლა და ახლა “ენჯეო-რევოლუცია” მოგინდათ, თან კულისებიდან გინდათ გააკონტროლოთ სიტუაცია,რომ საკბილოს გამოჩენისას ხელები მოითბოთ…

სამწუხაროა,რომ საქართველოში ოპოზიციის 90% მარგინალიზებული, რესურს-განულებული, თვითკმაყოფილი იდიოტიზმით შებყრობილი პოლიტიკანები არიან და იმის მაგიერ, საკუთარი შეცეომები გაიაზრონ ან სხვას დაუთმონ ასპარეზი კვლავ პირველ ჩვენებას აწვებიან და გაჰკივიან:პროცესებს პოლიტიკოსები ჩაუდგნენ სათავეშიო…

აბა თქვენ იცით…გინდ თავში ჩადეგით გინდ ბოლოში, მაინც ისეთივე უსახური და არაფრისმომცემი იქნება თქვენი გაბრძოლებები…

P.S
ხავსიც,რომ აღარსადაა ერთი ორი რადიკალი მაინც ჩამოეკონწიალოს?!
ტექნიკური მთავრობა კი არა, ტექნიკური ოპოზიცია გვესაჭიროება ჰაერივით…-წერს ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება