fbpx

ხაშურში 74 წლის მამაკაცის, მიხეილ ფატარიძის ცემაში ეჭვმიტანილები დააკავეს

ხაშურში 74 წლის მამაკაცის, მიხეილ ფატარიძის ცემაში ეჭვმიტანილები დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დაკავებულია 3 პირი.”შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, 1993 წელს დაბადებული ხ.ნ., 1991 წელს დაბადებული ს.ნ. და 1986 წელს დაბადებული დ.დ. ხაშურში დააკავეს.დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა პირებმა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში, 1947 წელს დაბადებულ ა.ფ.-ს ჯგუფურად მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.” – აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, შემთხვევა გუშინ, სოფელ ალში მოხდა. დაზარალებულის ოჯახი ამტკიცებს, რომ 74 წლის კაცს რამდენიმე პირი, რომლებიც სავარაუდოდ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ, გამეტებით ურტყამდა.

გაუზიარე!

Shares