fbpx

ხატია დეკანოიძე მოსამართლეები ჩვენ დავასანქცირებინეთ

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ აშშ-ის მიერ მოსამართლეების სანქცირებაზე პარტნიორებთან თანამშრომლობდა და მათ აწვდიდნენ ინფორმაციებს.

„ჩვენი მუშაობა კონკრეტულად სანქციებთან დაკავშირებით ახლა არ დაიწყება და არც ახლა დაწყებულა. ჩვენ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ პარტნიორებთან. ყველანაირი ინფორმაცია მათ, რომელიც აინტერესებთ, რა თქმა უნდა ამ თანამშრომლობის შედეგად მათ აქვთ და გარდა ამისა, საქართველოს ვინც უშლის ხელს, ასე ვთქვათ ევროინტეგრაციის გზაზე, ამ ადამიანების მიმართ კონკრეტულად გარკვეული შეზღუდვების დაწესებაზე, რა თქმა უნდა ჩვენ შეგვიძლია და გავაგრძელებთ საუბარს“, – განაცხადა დეკანოიძემ.

ამერიკული სანქციებიდან ორი კვირის თავზე, მტკიცებულებებთან დაკავშირებით, კვლავ ისმის კითხვები როგორც პოლიტიკოსების, ასევე სასამართლო ხელისუფლების მხრიდან. დამატებითი განმარტება რომ ვაშინგტონიდან აღარ იქნება, ეს უკვე თქვა საქართველოში მყოფმა ამერიკელმა დიპლომატმა, რამაც კიდევ უფრო მეტი კითხვა გაუჩინა მოსამართლეებს. კერძოდ, სანქცირებულებს აინტერესებთ, რა არის ის საფუძვლიანი კვლევა, რომლის შედეგებსაც ბლინკენის უწყება დაეყრდნო.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება