fbpx

“ხალხის ძალა” – ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ, შეძლებს თუ არა ევროკავშირი კრიზისიდან თავის დაღწევას, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ქართველმა ხალხმა ახალი გარემოებების მიხედვით უნდა მიიღოს

დღევანდელი ევროპა და ევროკავშირი თვითმყოფადობის, ქრისტიანობისა და დემოკრატიის სერიოზულ კრიზისს განიცდის, რაც მის თითოეულ წევრ სახელმწიფოზე ვრცელდება – ამის შესახებ ნათქვამია „ხალხის ძალის“ განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ, შეძლებს თუ არა ევროკავშირი კრიზისიდან თავის დაღწევას და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ქართველმა ხალხმა ახალი გარემოებების მიხედვით უნდა მიიღოს.

„ვხედავთ, რომ დღევანდელი ევროპა და ევროკავშირი თვითმყოფადობის, ქრისტიანობისა და დემოკრატიის სერიოზულ კრიზისს განიცდის, რაც მის თითოეულ წევრ სახელმწიფოზე ვრცელდება. როგორც ექსპერტები ამბობენ, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საქართველოს სულ მცირე 10-12 წელი დაჭირდება. შესაბამისად, საჩქარო და დასაკარგი არაფერი გვაქვს. ამ 10-12 წლის განმავლობაში, ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ, შეძლებს თუ არა ევროკავშირი კრიზისიდან თავის დაღწევას და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ქართველმა ხალხმა ახალი გარემოებების მიხედვით უნდა მიიღოს“ – ნათქვამია განცხადებაში.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება