fbpx

ხათუნა სამნიძე:პარლამენტის წინ დადგმული ჯვარი არის რკინის კონსტრუქცია და ის უნდა მოიხსნას

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე მიიჩნევს, რომ პარლამენტის წინ დადგმული ჯვარი არის რკინის კონსტრუქცია და ის უნდა მოიხსნას. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს:

“ამ რკინის კონსტრუქციაზე სადეპუტატო შეკითხვა გავუგზავნე მერ კალაძეს- დადგმის ნებართვის ასლი მომაწოდეთქო, თუ არსებობს. პასუხის გაცემა, რა თქმა უნდა, ვერ გაბედა.

“ოცნების” რამდენიმე დეპუტატსაც შევახსენე, სეკულარულ სახელმწიფოში რომ ვცხოვრობთ. დემონტაჟია საჭიროთქო, რა ხეირი.

დგას და იცავენ კიდეც. მიახლოება ვცადე და ძალიან დაიძაბა დაცვა, რა იფიქრეს ჩემზე, რას ვიზამდი – დღესაც ვერ ვხვდები, ჩახრახნილია ბეტონში. ან ამ ჩაბეტონების ხანგრძლივი პროცესიც როგორ აცადეს, თუ თავად არ იყვნენ ორგანიზატორები იმ საშინელების”– წერს სამნიძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება