fbpx

ხაზარაძის “ლელო” კიევშია. აი კლასიკური მაგალითი, ვის უნდა ომით და უბედურებით ხეირის ნახვა

საზოგადოებრივი მოძრაობა “აი იას” თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში პარტია “ლელოს” უკრაინაში ვიზიტს ეხმიანება.

როგორც შაქარიშვილი წერს, საკუთარ გვერდზე გაავრცელეს ინფორმაცია, მმართველი პარტიის ლიდერებს შევხვდითო. ერთი სიტყვა არ წერია მშვიდობაზე ან ომის შეწყვეტაზე, აი ფულზე და პროცენტებზე ბევრი ვილაპარაკეთო.

“ხაზარაძის “ლელო” კიევშია. აი კლასიკური მაგალითი, ვის უნდა ომით და უბედურებით ხეირის ნახვა. საკუთარ გვერდზე გაავრცელეს ინფორმაცია, მმართველი პარტიის ლიდერებს შევხვდითო. ერთი სიტყვა არ წერია მშვიდობაზე ან ომის შეწყვეტაზე, აი ფულზე და პროცენტებზე ბევრი ვილაპარაკეთო. ისეთი მხიარული ფოტო გამოაქვეყნეს ეტყობა, დაპირდნენ დიდძალი ამერიკული ფულიდან ცოტას შენც შეგახვედრებთო.”- წერს შაქარიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება