fbpx

ხაბეიშვილი გაავებულიაო: ნიკას შავი ,,პრადო”, მე კიდე ,,კლეჩატი” პალტო?-გელა ზედელაშვილი

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში წერს-

მაიცადეთ, ახლა რა გამოდის, ამას პალტო, იმას ,,პრადო”?

ანუ იმას შაურმა, ამას ყაურმა?

😆

მეორე თუ მესამე დღეა, ტელევიზორში მიდის გარჩევა, კეზერაშვილმა ვეებერთელა ჯიპი პირადად ნიკანორ მელიას აჩუქა თუ პარტიას უყიდა?

ნიკანორისტები ამტკიცებენ, მანქანა პარტიის საკუთრებააო, ,,ხაბეიშნიკები” იძახიან – პარტიის საკუთრება კი არა, კეზერაშვილმა აჩუქა მელიასო. ფაქტობრივად, ამოდონა ჯიპი ჰაერში დარჩა, ყველასგან უარყოფილია.

მეტიც, მელიას ,,პადელნიკი” ბაჩო დოლიძე ყვება, ეგ ვითომ საჩუქარი კეზერაშვილისთვის უკან უნდა დაგვებრუნებინა, მაგრამ არ მიიღოვო.

😆

ჩემი ღრმა რწმენით, იგივე ,,მდგმოიარობა” უნდა იყოს ხაბეიშვილის პალტოსთან დაკავშირებით – იმან უყიდა, აჩუქა, ამან სცადა, უკან დაებრუნებინა, მაგრამ კეზერამ არ მიიღო, ლონდონიდან შემოუთვალა, ნაჩუქარ ცხენს კბილებს არ უსინჯავენო.

😆

ავი ენები ამბობენ, ხაბეიშვილი გაავებულიაო, თურმე დადის და საკუთარ თავს ეკითხება: მაგას შავი ,,პრადო”, მე კიდე ,,კლეჩატი” პალტო?

მართალია, ნიკანორს შაურმა, ხაბეს ყაურმა? ეგრე სად არი, თაყაო?!

ტელევიზორში გამოაცხადეს, ,,ნაცთა” ოფისში აუდიტის სამსახური შევიდა, უნდა გაარკვიონ, იქ რა ფული ტრიალებს და რა საჩუქრებს უკეთებენ ერთმანეთს.

მიდით, ბიჭებო, მიდით, ყურადღებით გამოიძიეთ, მანდ ძალიან ბევრ შავ საქმეს ნახავთ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება