fbpx

ხაბეიშვილის დაორგანიზებულ აქციაზე მისული ანზორ მელია: ხაბეიშვილი ივანიშვილის თამაშს თამაშობს

ანზორ მელია აცხადებს, რომ ერთი და იმავე თემაზე 2 აქცია არ იყო საჭირო.

მისი თქმით, ლევან ხაბეიშვილი ბიძინა ივანიშვილის თამაშს თამაშობს.

“მე ვარ იმ აქციაზე, რომელიც თვითონ პოლიტსაბჭომ გადაწყვიტა რომ ყოფილიყო. 31-ში უკვე თქვეს, რომ აქცია უნდა იყოს შუშის ხიდთან და მივდივარ იქ. არ იყო საჭირო 2 აქციის გამართვა და ვაი მაგ პოლიტიკოსებს, ვინც ამ აქციას ატარებს. კახეთში ხომ გაუუქმეს, გორშიც გაუუქმეს, რუსთავშიც ასევე. მე არ ვარ “ნაციონალი”. კი, შვილი მყავს “ნაციონალი”, მაგრამ მინდა, რომ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი გადარჩეს. ეს არის ივანიშვილის დაკვეთით გაკეთებული აქცია, ლევან ხაბეიშვილი ივანიშვილის თამაშს თამაშობს,”- აცხადებს კარდიოლოგიური კლინიკის ”გული” ხელმძღვანელი, ანზორ მელია.

პარალელური აქციები იმართება “ნაციონალური მოძრაობის” ორგანიზებით – შიდა პარტიულ არჩევნებში კონკურენტებმა აქციები ერთი მოთხოვნით, თუმცა სხვადასხვა მისამართზე დააანონსეს.

მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად რამდენიმე ადგილას იკრიბებიან. ნიკა მელიამ გუნდელებს მშვიდობის ხიდთან მისვლისკენ მოუწოდა, თუმცა პარტიის თავმჯდომარე თავად ზუგდიდში წავიდა- მთავრობის ადმინისტრაციასთან მივიდა და მხარდამჭერებს იქ შეკრებისკენ მოუწოდა ლევან ხაბეიშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება